პირველი მოგება ახალ სეზონში და გზად ჯოკოვიჩი
პირველი მოგება ახალ სეზონში და გზად ჯოკოვიჩი
02.01.2019
ავტორი:

ახალი, 2019 წელი ნოკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. დოჰაში მიმდინარე რიგით 27-ე საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ტრადიციულად Khalifa International Tennis და Squash Complex-ის კორტებზე მიმდინარეობს ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე რაუნდში დღეს, რუსი ეროვნების  ანდრე რუბლიოვი 6-3, 6-4 დაამარცხა და ახლა ¼ ფინალში მისი მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე, რომელიც 2009 წლიდან ATP სერიის 250 ტურნირს შორის არის და საპრიზო ფონდი დაახლოებით 1,4 მლდ დოლარია, ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო ძირითად ბადეში განთესილი. ჯოკოვიჩი კი, ტურნირის უშუალო ფავორიტად არის მიჩნეული და შესაბამისად, პირველ ნომრად.

დოჰას ტურნირი 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო და 5 იანვარს დასრულდება. მასში ტრადიციულად 32 მამაკაცი ჩოგბურთელი (2 ბადე, 16-16 მონაწილით, საიდაცნაც საუკეთესოები ითამაშებენ ფინალს), მონაწილეობს შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილს დღევანდელ მატჩამდე, კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. 31 დეკემბერს, ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში ესპანელი ალბერტ რამოსი 6-1, 1-6, 6-1 დაამარცხა.