ბასილაშვილი სეზონს აგრძელებს, ჯოკოვიჩი დოჰას ტურნირსაც
ბასილაშვილი სეზონს აგრძელებს, ჯოკოვიჩი დოჰას ტურნირსაც
03.01.2019
ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსფლიოს პირველ ჩოგანთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 საათიან დაძაბულ ბრძოლაში 6-4, 3-6, 4-6 დამარცხდა. დოჰაში მიმდინარე რიგით 27-ე საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ტრადიციულად Khalifa International Tennis და Squash Complex-ის კორტებზე მიმდინარეობს ქართველმა ჩოგბურთელმა ½ ფინალში გადასასვლელი მატჩი წააგო. თუმცა, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე, რომელიც 2009 წლიდან ATP სერიის 250 ტურნირს შორის არის და საპრიზო ფონდი დაახლოებით 1,4 მლდ დოლარია, ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო ძირითად ბადეში განთესილი. ჯოკოვიჩი კი, ტურნირის უშუალო ფავორიტად არის მიჩნეული და შესაბამისად, პირველ ნომრად.

დოჰას ტურნირი 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო და 5 იანვარს დასრულდება. მასში ტრადიციულად 32 მამაკაცი ჩოგბურთელი (2 ბადე, 16-16 მონაწილით, საიდანაც საუკეთესოები ითამაშებენ ფინალს), მონაწილეობს შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილს დღევანდელ მატჩამდე, კიდევ ორი შეხვედრა გამართა. 31 დეკემბერს, ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში ესპანელი ალბერტ რამოსი 6-1, 1-6, 6-1 დაამარცხა. მეორე რაუნდში, რუსი ეროვნების  ანდრე რუბლიოვი 6-3, 6-4 დაამარცხა.