
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბუდუჩნოტის" 19 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ ევროლიგის მორიგი მატჩი, კვლავ წარმატებულად ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის სარგებლიონობის კოეფიციენტი ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო, 31 იყო.
„ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში სასტარტო მატჩის მსგავსად, ევროლიგაზე მეორე თამაში, გოგა ბითაძეს სასტარტო შემადგენლობაში არ დაუწყია. თუმცა, მილანის AX ARMANI EXCHANGE OLIMPIA-ს წინააღმდეგ, ბითაძემ პარკეტზე 26:50 წუთი დაჰყო 23 ქულა დააგროვა. გოგას ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 8 მოხსნაა. ბითაძემ 12 მცდელობიდან 8 ზუსტი 2-ქულიანი ჩააგდო, 1-დან 1 ზუსტი 3-ქულიანი ჩაიწერა 6 საჯარიმოდან გუნდს, 4 ქულა მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბითაძის ახალმა გუნდმა, გუნდში გოგას გადასვლის შემდეგ, ევროლიგაზე მეორე თამაში წააგო, ქართველი ამ დღესაც გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. რაც შეეხება, დღევანდელ შეხვედრას, „ბუდუჩნოსტიმ" პირველი მეოთხედი სოლიდური სხვაობით, 36-22 წააგო. მეორე მეოთხედში, 3 ქულით მოგება შესძლო 20-23. თუმცა, საერთო ანგარიშში, გუნდმა პირველი ტაიმი დასთმო, 56-45. 11-ქულიანი სხვაობა კი მილანური გუნისთვის საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვებისთვის. ბოლო 2 პერიოდი, გოგა ბითაძის გუნდმა 26-21 და 29-28 წააგო. შეხვედრა კი, „ბუდუჩნოსტიმ" 111-94 დასთმო.
მომდევნო მატჩს, ქართველი 19 წლის ცენტრის გუნდი ევროლიგაზე, 9 იანვარს, თელ-ავივის „მაქაბის" წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ








