სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობა 21 იანვარს იქნება ცნობილი
სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობა 21 იანვარს იქნება ცნობილი
04.01.2019
ავტორი:

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 2019 წლის, 15 თებერვალს ჩატარდება. სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებული შემოთავაზების წარდგენა სფფ-ის წევრებს ყრილობის თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე, (15 იანვრის ჩათვლით) წერილობითი ფორმით იქნება შესაძლებელი. სფფ-იდ საპრეზიდენტო კანდიდატების, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატთა და დელეგატთა წარდგენის ბოლო ვადა კი რამდენიმე დღეში, 21 იანვარას ამოიწურება.

ფეხბურთის ფედერაციის კანდიდატი „შეიძლება იყოს 24-დან 70 წლამდე პიროვნება,რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი. მან წერილობითი ფორმით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს სფფ-ს, ფიფას და უეფას წესდებებს, დებულებებსა და გადაწყვეტილებებს და წარმოადგინოს სამოქმედო პროგრამა", - ნათქვამია სფფ-ს მიერ გამოქვეყნებულ საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მოთხოვნებში.

ფეხბურთის ფედერაციის კანიდიდატურების წარდგენა, მხოლოდ სფფ-ს წევრს შეუძლია. ერთი და იგივე კანდიდატი კი სფფ-ს 3 წევრმა უნდა წარადგინოს.