საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
14.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, იქნება სათამაშო სახეობებიდან მესაქმ ქართული გუნდი, რომელიც 2026 წლის პირველ თვეში, წყალბურთისა და ხელბურთის ეროვნული ნაკრებების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნული თამაშებისთვის ნაყოფიერად მოემზადა და გასული წლის სექტემბერში სლოვაკეთთან საფინალო საგზურისთვის წარმატებული ფლეი-ოფის შემდეგ, რვა ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელთა შორის ექვსში გაიმარჯვა, ერთში ფრედ ითამაშა ერთი კი, წააგო.


ამის შემდეგ, სქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებმა საახალწლოდ, რამდენიმე დღე შეისვენეს და 2026 წლის პირველივე დღეებში შეკრება განაახლეს. ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში, თბილისიდან გამგზავრებამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 ფეხბურთელის შემადგენლობით ვარჯიშობს: მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე, ალი ასლანი, ლუკა ხარშილაძე; წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძ, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ჯანო კვარაცხელია, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, ლევან სვანიძე, ჯანიკო გიორგაია, ნიკა ხარატიშვილი, გიორგი ღავთაძე, შოთა თოფურია


ქართული გუნდისთვის ზედიზედ მეორე „ევროზე", ჩვენი გუნდი 18 იანვარს გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ჯგუფს ლატვიაში რიგაში და ლიეტუვაში, კაუნასში უწევს ასპარეზობა. საქართველოს ნაკრებთან ერთად, A ჯგუფში მასპინძელი ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. სფფ-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით, სწორედ რიგაში 19 იანვარს დაასახელებს ასათიანი იმ 14 მოთამაშეს, რომლებიც ოფიციალურად იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე.


21 იანვარი / ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი / ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი / საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)


ფუტსალში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სამ ქვეყანაში, სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.

 


სფფ-ის ფოტო