
მორიგი სათამაშო დღე ქართული ლეგიონისთვის ორი ქართული გოლით გამოირჩა. 13-14 იანვარს დაგეგმილი თამაშებიდან გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგისა" და „ლევერკუზენი" შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. რაც შეეხება გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე მეორე ქართველის გუნდმა, „მაინცან" გასვლითი შეხვედრა „ჰაიდენჰაიმის" მარცხით 2-1 დასრულდა. თუმცა, ბუდუ ზივზივაძე ტრავმის გამო, კვლავ არ იყო განაცხადში.
„რომასთან" კოპა იტალიის შეხვედრისას „ტორინოს" განაცხადში კვლავ არ იყო საბა საზონოვი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის. ქართველი ფეხბურთელის გარეშე 2-3 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც „ინტერს" დაუპირისპირდება.
საბერძნეთის თასის, ფლეი-ოფიში „ოლიმპიაკოსისა" და „პაოკის" დაპირისპირებაში სათადარიგო სკამზე იყო საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. დასანანია, რომ ჩვენი გუნდის მეკარეს, არც სათასო შეხვედრებში აძლევენ სათამაშო დროს, რაც ცალსახად საჭიროების შემთხვევაში მის სანაკრებო თამაშებზეც აისახება. შესაბამისად, არ იქნება ურიგო თუ ქართველი მეკარის აგენტი, იმ გუნდის მოძიებას დაიწყებს სადაც ფეხბურთელს სათამაშო დრო მიეცემა. თამაში კი, „პაოკმა" 0-2 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შვეიცარიის სუპერ ლიგაში, მე-18 ტურში, გაბრიელ სიგუას „ლოზანამ" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა „სერვეტი". თუმცა, ქართველი, რომელსაც არც თუ ცუდი სეზონი აქვს „ლოზანაში" გუნდის განაცხადში არ ყოფილა.
ამასობაში, გუნდები, რომელთა ქვეყნებშიც საფეხბურთო სეზონი შეჩერებულია ოფიციალურ ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. სწორედ ასეთ მატჩებში დღე ქართველებმა გოლები გაიტანეს.
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი"- „კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა. ამხანაგური შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, მატჩმა 120 წუთს გასტანა და ფრედ 4-4 დასრულდა. უხვგოლიან შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და 55-ე წუთზე გოლიც გაიტანა. რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, ქართველი მატჩის განაცხადში იყო და ის, მოედანზე სწორედ, კიტეიშვილის ნაცვლად შევიდა.
სამი 40 წუთიანი ტაიმი ითამაშეს „რიეკამ" და „კოპერიმ". ხორვატულ კლუბში, სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა თორნიკე მორჩილაძემ. რომელმაც ბოლო 40 წუთი ითამაშა. ქართველის მოედანზე შესვლამდე, „რიეკა" 0-2-ს აგებდა. „რიეკადან" ერთადერთი გოლი, სწორედ თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა.

|
|
|





ჩვენ









