
პირველად, ქართული სპორტისა და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, საქართვლოს სპორტულ წყვილებში ევროპის ჩემპიონები ჰყავს. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ამ წარმატებისკენ, საკმაოდ რთულ გზაზე და დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გაიარა. თუმცა, შეფილდში ჩვენმა წარმომადგენლებმა
ნასტიასა და ლუკას პირადი რეკორდი და სეზონის საუკეთესო შედეგი, 2025 წელს თბილისში გამართული ჩელენჯერის, „თრიალეთის თასის" დროს 11 ოქტომბერს დაფიქსირდა, მაშინ წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 148.07 ქულა მიიღო, ორი პროგრამის ჯამში კი, ამავე ტურნირზე, 225.20 ქულით გაიმარჯვეს.
მეტელკინა და ბერულავა, მოკლე პროგრამის შემდეგ, სპორტულ წყვილებში ლიდერობდნენ. ჩვენები, ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, გერმანულ წყვილს - მინერვა ფაბიენე ჰეისისა და ნიკიტა ვოლოდინს სულ რაღაც 1.15 ქულით ასწრებდნენ. თავისუფალ პროგრამაში კი, დატვირთვიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ნასტია და ლუკა, ყინულზე ბოლოს გამოდიოდნენ. რა დასამალია და ეს გარემოება, მათზე ფსიქოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო ზრდიდა. ნასტიასა და ლუკას წინ კი, სწორედ გერმანელებმა იასპარეზეს, რომლებმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომაც დაუშვეს, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მსაჯებისგან, მაინც მაღალი შეფასება, 129.24 ქულა მიიღეს.
პირველ ადგილზე გასასვლელად, ქართულ წყვილს თავისუფალ პროგრამაში მინიმუმ 127.92 ქულა უნდა მიღო. ჩვენებმა კარგად დაიწყეს და პროგრამას მაღალ ტემპში და მუსიკასთან და ერთმანეთთან სინქრონში ასრულებდნენ. თუმცა, ნასტიას, ისევე, როგორც მოკლე პროგრამაში, ამჯერადაც, მესამე ელემენტის შესრულების დროს შეცდომა დაუშვა. ფიგურული ციგურაობის დაკვირვებულ ქართველ გულშემატკივარს კი, შესაძლოა ამ წყვილის გამოსვლა გაახსენდათ იაპონიის გრან პრიზე. თუმცა ამ ჯერად, ანასტასია და ლუკამ მოახერხეს, ხარვეზი წარმატებად შემოეტრიალებინათ და დარჩენილი პროგრამა უნაკლოდ შეასრულეს.
ქულების გამოცხადებამდეც, ნათელი იყო, რომ დღეს ევროპის ჩემპიონები ქართველი სპორტსმენები გახდებოდნენ. საბოლოოდ, 139.80 ( 73.76/67.04) ქულა მიიღეს, რაც 10.56 ქულით მეტი იყო, გერმანული წყვილის ქულებზე. შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამშიც ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ქულამ 215.76 შეადგინა და მეორე ადგილზე გასული წყვილის ქულებს, 11.89 ქულით გადაასწრო.
ასეა თუ ისე, ჩვენ გვაქვს ევროპის ჩემპიონები - ევროპის ჩემპიონები ფიგურულ ციგურაობაში და ეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ხვალ, შეფილდში მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდება. ქალთა შორის საპრიზო სამეულში მოხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე პროგრამაში ერთი ხარვეზი მე-11 ადგილად დაუჯდა, ანასტასია გუბანოვა შეეცდება. ცვალ დაიწყებენ ასპარეზობას სპორტული ცეკვების წარმომადგენლებიც დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი ნაწილი სწორედ, მათი მონაწილეობით რითმული ცეკვების შეჯიბრს მიეძღვნება.

|
|
|





ჩვენ









