
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთში მიმდინარე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობას მერე ჯგუფურ ეტაპზე აგრძელებს. ჩვენი ნაკრები მეტოქეები, გათამაშების ამ ეტაპზე იტალიის, რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან. პირველ შეხვედრას, ჩვენი გუნდი ხვალ, 17 იანვარს გამართავს. მეორე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას ჩვენი გუნდი ერთსა და იმავე დროს, თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავს.
17 იანვარი / საქართველო - იტალია 18:30
19 იანვარი / საქართველო - რუმინეთი 18:30
21 იანვარი / თურქეთი - საქართველო 18:30
გათამაშების პირველი ეტაპის შემდეგ, ტურნირის დებულების მიხედვით, ორი, 6 გუნდიანი ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მედლებისთვის ბრძოლას 1/2 ფინალიდან განაგრძობენ.
იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორი შეხვედრის მოგებას მოახერხებს ის, ავტომატურად მოხვდება 8 საუკეთესო გუნდს შორის და 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
დღეს, საქართველოს ნაკრებმა, ბელგრად არენაზე, ხვალინდელი თამაშის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ხვალინდელი მეტოქე, იტალიის ნაკრები ჩვენი გუნდისთვის კარგად ნაცნობია.
ოფიციალურ შეხვედრებში საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს ექვსჯერ გადაეყარნენ და ჯერ-ჯერობით, ურთიერთშეხვედრებში, იტალიელები მშრალად გვიგებენ.
2014 (ევროპის ჩემპიონატი) / იტალია - საქართველო 15-5 (ამ წელს შედგა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე);
2018 (ევროპის ჩემპიონატი) / საქართველო - იტალია 3-14
2019 (მსოფლიო ლიგა) / იტალია - საქართველო 14-3
2020 (ევროპის ჩემპიონატი) / იტალია - საქართველო 18-6
2022 (ევროპის ჩემპიონატი) / იტალია - საქართველო 18-8
2024 (ევროპის ჩემპიონატი) / იტალია - საქართველო 22-5
შეგახსენებთ, რომ იტალიის წყალბურთელთა ნაკრები, ერთ-ერთი წამყვანი ნაკრებია მსოფლიოში და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ტიტულების მფლობელია. შესაბამისად, ალბათ, ჯგუფური ეტაპის თამაშების მსგავსად, თუკი, საქართველოს ნაკრების მიზანი 8 უძლიერეს ევროპულ გუნდს შორის მოხვედრაა, მაშინ საკის კეჩაგიასისსა და მის სამწვრთნელო შტაბს სწორი გათვლების გაკეთება მოუწევს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ










