
დღეს საღამოს, ზუსტად 21:00 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი მორიგ შეკითხვას დასვამს. მოგვიანებით, კი თბილისში "დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თაისის" გათამაშების დასკვნითი დღის კიდევ ერთი მონაწილის გვარს „გახსნის". ჯერ-ჯერობით კი, თბილისში 13 იანვარს ჩამომომსვლელ მსოფლიოს ვარსკვლავთაგან ნუნუ გომეშის სახელია მხოლოდ ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე გულშემატკივარისთვის, „ზამთრის თასი 2019"-ის სპეციალური კონკურსი მიმდინარეობს. მოგების მთავარი პირობაა, მინიშნების შესაბამისად, პირველმა გამოიცნოს იმ ვარსკვლავის ვინაობა, ვინც 2019 წლის „ზამთრის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებულები ეროვნული ნაკრების მაისურებს და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებენ. ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობებიც სწორედ, ამ კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე, კი სფფ-მ დარბაზის ფეხბურთის სამდღიანი, საახალწლო ფესტივალის, 13 იანვარს დაგეგმილი ვეტერანთა ტურნირის მონაწილე გუნდები და თამაშების კალენდარი დააანონსა. წელს, პირველად, ზამთრის თასში ფიფას გუნდი მონაწილეობს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გუნდიც მიიღებს. თბილისში უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს გუნდებთან ერთად, ზამთრის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს. გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ა ჯგუფი - საქართველო, ფიფა, თურქეთი. ბ ჯგუფი - უეფა, ესპანეთი, უკრაინა.
და კიდევ, ისევე როგორც 11 და 12 იანვარს, როდესაც „ზამთრის თასის" ძირითადი ბადის თამაშები გაიმართება 13 იანვარსაც, მაშინ, როცა თბილისში მსოფლიოს ვარსკვლავების ნაწილი ითამაშებს მატჩებზე დასწრება უფასო იქნება. სფფ-ს ოფიციალური გვერდის ხნობით კი, მაყურებელი, სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებას შეძლებს.






ჩვენ








