
სამშაბათს, 5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ითამაშებს. გიორგი ქვილითაია, ის ქართველი ფეხბურელია, რომლისგანაც ვენაში გოლებს ელიან. თუმცა, არა ავსტრია-საქართველოს მატჩის დროს.
„ავსტრიაში თამაში ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა. ჩავდივარ იქ, სადაც ყოველ დღე ვვარჯიშობ, ვთამაშობ. რაც შეეხება მომავალ მატჩს, ვფიქრობ არ გაგვიჭირდება, რადგან ავსტრია უფრო ტექნიკური გუნდია და ასეთ გუნდებთან თამაში იმდენად არ გვიჭირს, როგორც ფიზიკურად ძლიერებთან. სხვებზე არ ვიტყვი, მაგრამ პირადად ჩემთან, თავი იჩინა უთამაშებლობამ. ეს გამოჩნდა 75-ე წუთის მერე. თუმცა არის ერთი გარემოება. ტრავმის მერე ვიბრუნებ ჩვეულ ფორმას და ჯერ მაქსიმალურად, მაინც არ ვარ მზად" - ამბობს, გიორგი ქვილითაია.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ მისმა ფეხბურთელებმა, დღეს 100 და მეტი %-იც ჩადეს თამაშში, მაგრამ შეცდომები მაინც დაუშვეს. მიუხედავად ამისა, მედიასთან, რამდენიმე ფეხბურთელს ვაისმა მადლობა მაინც გადაუხადა. ამ ფეხბურთელთა შორის გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.
„მწვრთნელისგან დავალება იყო, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. უნდა გვეთამაშა ლამაზად, ისე, როგორც ეს ქართველ მაყურებელს მოსწონს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ვფიქრობ რომ შედარებით სუსტად ვითამაშეთ, პირველი ტაიმი გაცილებით კარგად ჩავატარეთ. ზოგადად, მთელი ამ ციკლის განმავლობაში ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც 90 წუთი მაღალ დონეზე სათამაშოდ ძალა არ შესწევთ. ნაკრებში, ბევრია ტრავმირებულიც და ამ ფაქტორმაც ძალიან შეგვიშალა ხელი", - გვითხრა ქვილითაიამ.
რა გამოუვიდა და სად „გაიჭედა" - გიორგი ქვილითაია, კრიტიკულია საკუთარი თამაშის მიმართაც. „დამაგვირგინებელ ფაზაში გვიჭირს. დღეს, ეს იყო ჩემი უშუალო მოვალეობა. თუმცა, ტრავმის შემდგომი პერიოდი არც თუ დიდი ხანია, რაც გავიდა და ჯერ მაქსიმალურ ფორმამდე არ ვარ მისული. კლუბშიც, მხოლოდ 2 შეხვედრის ჩატარება მოვასწარი. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ მჭირდება სანაკრებო გამოცდილებაც, რომელიც ნელ-ნელა, თამაშით უნდა მოვიდეს. ვთვლი, რომ არ ვარ ბოლომდე გახსნილი, თუმცა შემდეგში ყველაფერი კარგად იქნება", - იმედიანადაა ქვილითაია.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ რამდენიმე თვის წინ, ავსტრიაში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და შემდეგ იძულებული იყო, გასული სეზონი ავსტრიის ჩემპიონატის დამთავრებამდე დაესრულებინა. ამავე მიზეზით, 11 ივნისს, ქვილითაია მოლდოვასთან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ვერ დაეხმარა.
„საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც შეიძლებოდა. მატჩის შედეგით იმდენად არ ვართ კმაყოფილები, რამდენადაც თამაშით. ირლანდიას მოგება სჭირდებდა, ჩვენთვის თამაშის დადებითი შედეგით დასრულებას, მხოლოდ მორალური მნიშვნელობა ჰქონდა. გავედით მოედანზე და ლაღად ვითამაშეთ. რაც შეეხება ანგარიშს, ვფიქრობ, ფრეზე მეტად, დღეს, სამ ქულას ვიმსახურებდით. ამიტომ, თამაშიდან გამომდინარე, დღევანდელი 1:1 ალბათ, ცუდი შედეგი უფრო არის", - ამბობს გიორგი ქვილითაია.









ჩვენ








