
იტალიელი ვარსკვლავი მარკო მატერაცი, რომელიც ხვალ, „ზამთრის თასის 2019"-ის ლეგენდების ტურნირზე ითამაშებს თბილისში, დღეს საღამოს ჩამოფრინდა. იტალიელი ფეხბურთელი ფიფა-ს გუნდის შემადგენლობაში იქნება, რომელშიც ქართულ ტურნირში პირველად იასპარეზებს. მსოფლიოს საფეხბურთ ორგანიზაციის გუნის ღირსებას კი თბილისში სხვა ცნობილი საფეხბურთო ვარსკვლავები დაიცავენ. ფიფა-ს გუნდთან ერთად , თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდნენ: პიერ ვებო, ჟერემი ნჯიტაპი, სტიპე პლეტიკოშა, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ივან კლასნიჩი, ნუნო გომეში, დარიო შიმიჩი. სხვათა შორის, ვინც „ზამთრის თასი 2019"-ის ლეგენდების წარდგინებებს აკვირდებოდა, შეამჩნევდა, რომ სფფ-მ გულშემატკივარი საკმაოდ საინტერესო კონკურსში ჩაითრია. უშუალოდ ტურნირის გახსნის დღეს, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. თუმცა ფიფა-ს გუნდის შესახებ ერთი დეტალი - ვინ იქნება მწვრთბელი, ღიად დატოვა. ბუნებრივია, TSFF.GE-მ მისი ვინაობა დავადგინეთ, თუმცა, ინტრიგის შენარჩუნების მიზნით, ამ თემას, 13 იანვრის 13:00 საათამდე კვლავ ღიად დავტოვებთ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს 2019 წლის „ზამთრის თასზე" ლეგენდების ტურნირი 13:00 საათიდან დაიწყება, ტურნირზე დასწრება თავისუფალია. ზამთრის თასის დასკვნით სათამაშო დღეს 13:00-დან 15:00 საათამდე ახალ სპორტის სასახლეში მოსულ პირველ 500 ადამიანს საჩუქრად საქართველო-შვეიცარიის შეხვედრაზე დასასწრები 2-2 ბილეთი გადაეცემა.
15:30 წუთზე საქართველო-ფიფას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე ვარსკვლავები ტრიბუნებზე ბურთებს გადაყრიან, რომლებსაც საჩუქრები მოჰყვება.
სფფ-ს ფოტო (ავტორი ლაშა კუპრაშვილი)






ჩვენ








