
„დინამოს აკადემიის" 15-წლამდე გუნდმა „ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშება მოიგო და ამით, ერთი წლის წინ განცდილი მარცხისთვის „საბურთალოსთან" რევანში აიღო. დინამოელთა მე-9 ნომერი ჯადული იობაშვილი კი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სხვათა შორის, ეს ფეხბურთელი, 2018 წელს ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნრის დროსაც გამოარჩიეს, სადაც, ასაკით თავისზე უფროს აკადემიის გუნდთან ერთად იასპარეზა.

დღეს, კი ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00 დაიწყო, „დინამოს თბილისის" საბოლოო წარმატებისთვის, პირველი გოლი სწორედ, მან ჩაიწერა. ჯადული იობაშვილმა, „საბურთალოსთან" ფინალურ შეხვედრაში, ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა 1-0. დაახლოებით 3 წუთში, „საბურთალომ" წონასწორობა აღადგინა, ნიკუშა დავრეშელიძის გოლის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა, 1-1. თუმცა, ამ მომენტის შემდეგ ამ ტაიმშიც და მთლიანად მატჩში, საბურთალოელ თანატოლებს „წესები" პატარა დინამოელებმა უკარნახეს. ტაიმის მიწურულს დინამოელმა საბა გეგიაძემ საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა, 2-1. მეორე ტაიმის ბოლოსკენ კი დუბლი გაიფორმა, 3-1. როგორც სჩანს, „საბურთალო" რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო, თამაშის ასეთმა მსვლელობამ დააბნია და მალე, მესამეს მეოთხე გოლიც მოჰყვა. 24-ე წუთზე, დინამოელმა თოდუამ და საბურთალოელმა ოჩიგავამ გოლები გაცვალეს. შეხვედრა კი, საბოლოოს 4-2, „დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 8 გატანილი გოლით ასევე დინამოელი საბა გეგიაძე გახდა."ზამთრის თასის" 2019 წლის ჩემპიონს „დინამო თბილისს" თასი და კუთვნილი ჯილდოები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა გადასცეს.
ამ შეხვედრის გოლების სტატისტიკა ასეთია: 0-1 იობაშვილი (6), 1-1 დავრაშელიძე (9), 1-2 გეგიაძე (9), 1-3 გეგიაძე (23), 1-4 თოდუა (24), 2-4 ოჩიგავა (24)







ჩვენ








