„ზამთრის თასის“ მესამე გამარჯვებული „ცხინვალია“
„ზამთრის თასის“ მესამე გამარჯვებული „ცხინვალია“
13.01.2019
ავტორი:

„ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშების გამარჯვებული „ცხინვალია", გუნდი, რომელიც ლიგა  2-ში თამაშობს. უშუალოდ ამ ტურნირისთვის კი, მინი-ფეხბურთში გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერებაც მოასწრო. განსხვავებით ელიგის იმ გუნდებისგან, რომლებმაც სეზონებს შორის და ზამთრის შეკრებამდე, საახალწლო ტურნირზე საკუთარი აკადემიების გუნდები წარმოადგინეს.



მიუხედავად ამისა, ფეხბურთის სპეციალისტთა შორის ტურნირის აღმოჩენა გუნდად „დინამო თბილისის" 17-19 წლამდე ფეხბურთელები დასახელდნენ, რომლებმაც ამ ტურნირს, თამაშიდან თამაშამდე აუღეს ალღო და ფინალი, მხოლოდ დარბაზის ფეხბურთში გამოუცდელობის გამო წააგეს.



თავიდანვე აღსანიშნავია, რომ სწორედ, ფინალურ მატჩში თამაშობდა ის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ტურნირის ბომბარდირთა დავაში, გამარჯვება შეეძლოდ. საბოლოოდ, ორიდან, ერთმა, „ცხინვალში" მოთამაშე ლევან ქურდაძემ, ფინალში 2 გოლი გაიტანა და მადევარს, მოწინააღმდეგე გუნდიდან გადაასწრო. ტურნირის დასასრულს კი, „ზამთრის თასი 2019"-ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდა.



„ცხინვალსა" და „დინამო თბილისს" (აკადემიის გუნდი) შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ქურდაძემ გახსნა, 1-0. კიდევ რამდენიმე წუთში, მეორე ქურდაძემ, ლევანმა ანგარიში 2-მდე გაზარდა, 2-0. სხვაობის, შემცირება დინამოელებსაც შეეძლოთ. თუმცა, პირველ ტაიმში და მეორეშიც მათ მინი-ფეხბურთისთვის მითითებულ პარამეტრებში თამაშის გამოცდილება, მითუმეტეს, რომ „ცხინვალი" მოწინააღმდეგეს, ყველა გაგებით პრესინგით და ზოგჯერ გადამეტებულად უხეშადაც ეთამაშებოდა, აშკარად დააკლდათ.




მეორე ტაიმის მე-15 წუთზე დინამოელმა ელგუჯა ჯანგველაძემ, ანგარიში 1 ბურთამდე შეამცირა 2-1. თუმცა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ მალევე, 2-ბურთანი უპირატესობა აღადგინა, 3-1 და საბოლოოდაც, „ცხინვალმა", ახალგაზრდა დინამოელების მონდომების მიუხედავად „ზამთრის თასი" დასთმო.




***

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი „ზამთრის თასის" 2019 წლის გათამაშება  დილის 11:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩით დაიწყო. ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "რუსთავი" შეხვედნენ. უხვგოლიანი შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ,  6-6 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ რუსთაველებმა შეასრულეს და 4-2 გაიმარჯვეს.