
საქართველოს ფედერაციის მიერ დაანონსებულ სიურპრიზებს ქართველმა გულშემატკივარმა მხარი აუბა და 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათისთვის მოსულ ქომაგებს, კარი ზუსტად დათქმულ დროს გაუხსნა. სტიუარდებთან გავლილი მარკირების შემდეგ, სასახლეში შემოსულ პირველ 500 გულშემატკივარს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საქართველო-შვეიცარიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაზე დასასწრები 2-2 ბილეთი გადასცა. მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე დარბაზში გაათამაშა და ამით, 2019 წლის 23 მარტის მატჩისთვის 1000-ზე მეტი ქომაგი უკვე დაიგულა.


„ჩვენ ვცდილობთ, რომ დარბაზში გულშემატკივარი მოვიდეს. ბევრმა, შესაძლოა მისთვის საყვარელი ფეხბურთელი, შესაძლოა პირველად მოედანზე, ასე ცოცხლად ნახოს, სურათი გადაიღოს და ა.შ. საერთო ჯამში, ასე მგონია, რომ ძალიან წარმატებული და კარგი ტურნირი გამოდგა. ყოველ წელს ბუნებრივია, იმის გარანტია არ არის, რომ ვარსკვლავები ჩამოვლენ, მაგრამ ჩვენი სურვილია, ქართველ გულშემატკივარს, როგორც მოდანზე, ასევე მის მიღმა რაღაც საინტერესო შევთავაზოთ. როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები ჩამოდიან და თუნდაც, ამ ტურნირში მონაწილეობენ, ნიშნავს, რომ რაღაც დაფასება არის. მარტივა, არავინ, არსად არ დადის. შესაბამისად, ამ ტურნირსაც უკვე, რაღაც დაფასება აქვს", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

ამის პარალელურად, თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ფიფა-ს ლეგენდების გუნდი და განსაკუთრებით, მარკო მატერაცი უკვე იყვნენ. მატერაციმ კი, ხასიათი დღესაც გამოავლინა, რამდენჯერმე საკმაოდ მწვავედ შეელაპარაკა, ჯერ ფიფა-ს არბიტრს გიორგი ვადაჭკორიას, შემდეგ კი ასევე ფიფა-ს არბიტრს შოთა ქუხილავას და ერთ მომენტში, ფიფა-ს ნაკრების მწვრთნელის დავით მუჯირის უკითხავად, მოედნიდანაც კი გავიდა. თუმცა, „გაბრაზებამ" მალე გადაურა და თამაშში დაბრუნდა.

„საფეხბურთო სამყაროში, ყოველთვის დიდი მოლოდინი ჰქონდა სერია A-ში „მილანისა" და „ინტერის" დაპირისპირებებს. ამ თამაშს რაც შეეხება, აქაც „მილანმა" გაიმარჯვა. ასე, რომ ამ კუთხით „მილანის" წარმომადგენელი ვარ დღეს და მოვიგეთ. ძალიან, მიხარია, რომ მოვიგეთ" - ამბობს, საქართველოს ვეტერანთა გუნდის კაპიტანი კახი კალაძე, ფიფა-ს ვარსკვლავურ გუნდთან გამარჯვების შემდეგ.

მატერაცისთან ერთად, ივიცა ოლიჩი, ივან კლასნიჩი, რომლებთანაც ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში თამაშის დროს ხშირად ჰქონიათ გადაკვეთის წერტული, ფიფა-ს ვარსკვლავური გუნდი პიერ ვებოს, ჟერემი ნჯიტაპის, სტიპე პლეტიკოშას, პატრიკ ბერგერის, ვლადიმირ შმიცერის, ნუნო გომეშისა, დარიო შიმიჩის ჩათვლით, ტურნირის ბოლოს, მხოლოდ 5 ადგილს დასჯერდა.

ჯგუფური ეტაპი
13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „ზამთრის თასი 2019"-ის ლეგენდების გათამაშების ჯგფური ეტაპის მატჩები „ბ" ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. ლეგენდების ტურნირის პირველ შეხვედრაში ესპანეთი დიდი ანგარიშით 0-5 დამარცხდა უკრაინასთან.

უკრაინამ, დიდი ანგარიშით 6-0, უეფა-ს გუნდიც გაანადგურა, რომელიც ფიფა-ს ვარსკვლავური შემადგენლობისგან გასხვავებით, მეტწილად ევროპული საფეხბურთო სახლის რიგითი წარმომადგენლებისგან არის ხოლმე დაკომპლექტებული და საქართველოსთან და ამ ტურნირთან, თავიანთი ყოფილი თანამშრომლისა და მეგობრის, დავით პეტრიაშვილის სახელი აკავშირებთ.

უეფა-მ ჯგუფის მეორე შეხვედრაც წააგო ესპანეთთან, ამჯერად 0-2. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე, ამ ჯგუფიდან უკრაინისა და ესპანეთის ვეტერან-ფეხბურთელთა გუნდები გავიდნენ.
საქართველოსა და თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა მატჩით გაიხსნა „ა" ჯგუფის თამაშები. ქართველმა ვეტერანებმა, თურქებთან მატჩი, რომლებიც „ზამთრის თასის" ლეგენდების ტურნირზე, წინა ორი ტურნირისგან საკმაოდ განსხვავებული და ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდნენ, დაძაბულ ბრძოლაში 5-3 მოიგეს. ჩვენი გუნდიდან დუბლი კახი კალაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა შეასრულეს, ერთი ბურთი კი, ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა.


აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ქვეჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა. მეორე მატჩში ქართველი ვეტერანების მეტოქე ფიფას ლეგენდების გუნდი იყო. გულშემატკივარმა საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა და საქართველომ მეტოქემ დიდი ანაგრიშით, 11-6 დაამარცხა. ქართველთაგან, 5-5-ჯერ მეტოქის კარი კახი კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა აიღეს. კიდევ ერთი გოლი კი, გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა. საბოლოოდ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდმა ორ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა. ბომბარდირთა დავაში კი კახი კალაძე დაწინაურდა.


ამ ჯგუფის მესამე შეხვედრაში ფიფას ლეგენდები თურქეთთანაც დამარცხდნენ, მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 2-3.

***
ნახევარფინალებამდე 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს ფიფა-სა და უეფა-ს გუნდები შეხვდნენ. ეს იყო ერთად-ერთი შეხვედრა, რომელშიც ფიფა-მ ქულების აღება მოახერხა.

½ ფინალები
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "ზამთრის თასი 2019"-ის ფარგლებში მიმდნიარე ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრებში საქართველოს ვეტერანთა ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ესპანეთთან. ამ დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 6-6 დასრულდა. პენალტები სერია კი, უკეთ ესპანელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5-4 გაიმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან გოლები კახი კალაძემ (3), ალექსანდრე იაშვილმა (2) და ზურაბ ხიზანიშვილმა (12). მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა 24-ე წუთზე კატანიას გატანილი გოლით ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩის პენალტების სერიაში გადაწყდა.

მეორე ნახევაფინალურ დაპირისპრიებაში ერთმანეთის წინააღმდეგ თურქი და უკრაინელი ვეტერანები წარსდგნენ. შეხვედრის ძირითადი დრო, აქაც ფრედ - 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, თურქეთმა მეტოქე ანგარიშით 8-7 დაამარცხა.

ფინალი
პლეი-ოფში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე „ზამთრის თასი 2019"-ის ლეგენდების გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს ესპანეთისა და თურქეთის გუნდები დაუპირისსპირდნენ.

დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასი 2019"-ის ლეგენდების გათამაშება თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თურქებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშთ 2-1 დაამარცხეს. თუმცა ეს, საკმარისი გამოდგა იმისთის, რომ „ზამთრის თასის" გამარჯვებული, პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, არამასპინძელი გუნდი გამხდარიყო.

ფინალურ მატჩში, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე მეტოქის კარი ჯიჰან ჰასპოლათლიმ აიღო. შეხვედრა თურქების შეტევებით გაგრძელდა და მე-13 წუთზე ვოლქან არსლანმა უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა. ესპანელები, რომლებიც თუქრებისგან განსხვავებით წელს შედარებით სუსტი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები, ისევე, როგორც საქართველოსთან ½ ფინალში ახლაც ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას. თუმცა, ძალები მხოლოდ ერთ გოლზე ეყოთ. მატჩის დასრულებამდე, დაახლოებით 3 წუთით ადრე გოლი ვისენტე ენგონგამ გაიტანა. შეხვედრა, კი, როგორც გითხარით, 2-1 თურქების სასარგებლოდ დასრულდა.
მესამე ადგილი
ფინალამდე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე მესამე ადგილოსნის გამოსვალენად გუნდებმა პენალტების სერიამ გამოავლინა. ქართველმა ვეტერანებმა დარტყმები უკეთ შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით 4-2 დაამარცხეს. „ზამთრის თასის" პირველი ორი გათამაშების გამარჯვებული, საქართველოს ნაკრები, ამჯერად, მესამე ადგილიზე გავიდა.

საუკეთესოები
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და დავით პეტრიაშვილის მეუღლემ, ლიკა იოსელიანმა გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი პრიზები გადასცეს.

ლეგენდების თასი 2019-ის ბომბარდირი 9 გატანილი გოლით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე გახდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთ თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის შემტევი, ჰასან ქაბზე დასახელდა.

„ზამთრის თასი 2019"-ის საუკეთესო მეკარე გიორგი ლომაია გახდა.

მაყურებლის სიმპათიის ჯილდო ფიფას ლეგენდების გუნდის ხორვატ ფეხბურთელს ივიცა ოლიჩს გადაეცა.
უეფას გუნდს კი, ტურნირის ორგანიზატორებმა საპატიო ჯილდო გადასცეს.






ჩვენ








