იმავეს გავაკეთებდი, ამბობს პარიზელთა მწვრთნელი, ხვიჩა კი 1/8 ფინალის პირველი რაუნდის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის
იმავეს გავაკეთებდი, ამბობს პარიზელთა მწვრთნელი, ხვიჩა კი 1/8 ფინალის პირველი რაუნდის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის
12.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პსჟ-სა და „ჩელსის" პირველი დაპირისპირების შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, რომელშიც პარიზულმა კლუბმა 5-2 გაიმარჯვა, ამ ხუთ გოლში კი, 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ქართველმა ლეგიონერმა ჩაიწერა აქტივში, თანაც, ეს ყველაფერი „კვარამ" არასრულს 29 წუთში მოახერხა, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ლუის ენრიკეს, პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, „ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იქნებ, თქვენი გადაწყვეტილება, როდესაც ის სკამზე დატოვეთ იყო მცდარი?"


„არა", - პასუხობს ლუის ენრიკე და აგრძელებს: „რასაც ჩვენ მწვრთნელები ვაკეთებ, არის რომ მოთამაშეებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს შეხვედრა, თავიდან რომ დავიწყოთ, იმავეს გავაკეთებდი".


ასეა თუ ისე და ამის შესახებ ჩვენი გვერდიც წერდა, „კვარა" გუშინ, ლუის ენრიკეს ხელში იყო ბოლოს, „მოსაჯოკრად" დატოვებული ფეხბურთელი, რომელმაც თავის მისია შეასრულა. იმ კონკრეტულ, დროის მოკლე მონაკვეთში კი, კვარამ 100%-იანი სიზუსტით შეასრულა ყველა დავალება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შესაბამისად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგამ, ქართველი 1/8 ფინალის პირველი რაუნდის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც წარადგინა, თუმცა, ამისთვის აუცილებელია შეხვიდე ბმულზე და ხმა მისცე კვარას (იხილეთ ბმული).