
დღეს, უეფა-ს კონფერენს ლიგის 1/8 ფინალები დაიწყო. ამ ევროპული ტურნირის მონაწილე გუნდებს შორის არის ორი, რომელშიც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. დღესაც, ორივე, ირაკლი აზაროვი „შახტარის", თორნიკე მორჩილაძე კი, „რიეკას" განაცხადში იყვნენ, თუმცა, ქართველებს არ უთამაშიათ.
უკრაინულმა „შახტარტმა" მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდი გასვლაზე, პოლონეთში ითამაშა. „ლეხთან" დაპირისპირება სტუმართა გუნდის უპირატესობით წარიმართა. 36-ე წუთზე მარლონ გომესმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი, ნევერტონის გოლით ორამდე გაზარდა და უპირატესობა გაიმყარა. საბოლოოდ, შეხვედრა 1-3 „შახტარის" სასარგებლოდ დასრულდა.
ხორვატულ რიეკაში კი, ადგილობრივი „რიეკა" მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა „სტრასბურგთან". ანგარიში სტუმრებმა, მე-2 წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს. 72-ე წუთზე კი, ორი ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. 76-ე წუთზე მორჩილაძის გუნდელებმა მოახერხეს ერთი გულის გაქვითვა, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვერა.
საპასუხო შეხვედრები 19 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








