
ახალი, 2019 წელი საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციისთვის უსიამოვნო ხმაურით დაიწყო. ახალი წლის პირველივე შეჯიბრზე, ფედერაცია ყურადღების ცენტრში მოექცა, მხოლოდ, არა სპორტული შედეგების, არამედ, ჩხუბუს გამო შეჩერებული ტურნირის გამო.
სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაირკვევა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილება თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომალურ ჭიდაობაში მომხარი ინციდენტის თაობაზე. ამ მომენტისთვის TSFF.GE-ს ინფორმაციით, ფედერაციას ამ მომენტისთის ზურაბ დათუნაშვილის სახელი პრიზიორთა საერთოდ ამოიღო.
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ხალიჩის მიღმა ჩხუბით დასრულდა. ევროპის ჩემპიონების - ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის მხარდამჭერებს შორის ხელჩართული ბრძოლის განსამუხტად სპორტის სასახლის დაცვის სამსახურს რამდენიმე წუთი დასჭირდა.
ინციდენტი მას შემდეგ აგორდა, რაც შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დათუნაშვილი ტურნირზე უცხოეთიდან მოწვეულ გვერდით მსაჯთან მივიდა და მისი გადაწყვეტილება გააპროტესტა. დათუნაშვილის მწვრთნელის საქციელმა კიდევ უფრო დაძაბა დარბაზში სიტუაცია და მალე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ოღონდ მსაჯები ამ შემთხვევაში უკვე აღარავის ახსოვდა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზურაბ დათუნაშვილი შეჯიბრებიდან მოხსნეს და ჩემპიონად რობერტ კობლიაშვილი გამოცხადდა. ფედერაციის გენერალური მდივნის გიორგი კიკაბიძის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომისია იმსჯელებს.
პირველი არხის ფოტო





ჩვენ








