
სასტუმრო „ბილტმორში" დღეს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. გამოკითხვაში, რომელიც რადიო JAKO FM -მა ჩაატარა, მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს და მათ, არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები დაასახელეს. უკვე მედიის მიერ არჩეულმა ფედერაციებმა კი, საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში, კოტე ჯანაშია გახდა. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი, რომელიც სიმძიმის ამოწევაში მსოფლიო რეკორდებს ამყარებს, საუკეთესოსთვის განკუთვნილი მედლით ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო რეკორდსმენმა და საქრათელოს რამდენიმეგზის საუკეტესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დააჯილდოვა.
შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა კიდევ 9 სპორტსმენი:
მეათე ადგილი - თამაზ ბოჭორიშვილი, საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაცია;
მეცხრე ადგილი - გივი მარგველაშვილი, ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება;
მერვე ადგილი -ანდრეი ზინჩენკო, საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია;
მეშვიდე ადგილი - ბექა ბერძენიშვილი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია;
მეექვსე ადგილი - ნანა ძაგნიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
მეხუთე ადგილი - ვახტანგ ჩიდრაშვილი, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია;
მეოთხე ადგილი - გიორგი შკინინი, საქართველოს რაგბის კავშირი;
მესამე ადგილი - ლევან საგინაშვილი, საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია;
მეორე ადგილი - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია.
JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წლიან ისტორიას ითვლის 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე მაუწყებლობს. რადიო, მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი არის, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge. სწორედ, რადიოს დაბადების დღეს, არაოლიმპიურ სახეობებში განვლილი წლის საუკეთესოების დაჯილდოება ტრადიციად იქცა. დღევანდელ ღონისძიებას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ.
JAKO FM-ის ფოტო





ჩვენ








