
დეტალები, ცოდნა, ანალიზი, თავმდამბლობა - ეს, ის ძირითდი ღირებულებებია, რომელიც მეორე დღეა ქართული კალათბურთის „საზომი" გახდა. ამასობაში, ევრობასკეტზე, B ჯგუფში, სატურნირო ცხრილი გვარიანად აიბურდა. დღეს, ლიტვამ მეორე თამაში მოიგო და ამჯერად, იტალია დაამარცხა 78-73. ეს იყო ამ ჯგუფში, ტურის ცენტრალური შეხვედრა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ისრაელისა და გერმანიის ნაკრებთა თამაშშიც. მასპინძლებმა, პატარა სასწაული მოახდინეს და გერმანელები, რომლებსაც ამ ტურამდე ორივე შეხვედრა მოგებული ჰქონდათ 2 ქულიანი სხვაობით 82-80 დაამარცხეს. ახლა, ჩვენს ჯგუფში ლიტვა ლიდერობს, 2 მოგებით, ასევე 2-2 გამარჯვება აქვთ იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს. ჩვენ, უკრაინასა და ისრაელს მხოლოდ თითო მოგება და ამ სამ გუნდ შორის, ჩვენ, ყველაზე მიზერული შანსი, გავძვრეთ ჯგუფიდან. ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ ორივე თამაშს მოვიგებთ. ერთს, ისრაელთან, 5 სექტემბერს და თუ უკვე ჩატარებული თამაშებიდან მსაჯებზეც დავფიქრდებით, ჯგუფის მასპინძელს ისრაელის ნაკრებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან დარჩა სათამაშო, საკუთარი კედლების გარდა, მსაჯებიც დაეხმარებიან. აი, მომდევნო შეხვედრა კი საქართველოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გველის, 6 სექტემბერს. აქ, კი იტალია აუცილებლად შეეცდება რევანშის აღებას.
რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს? ევრობასკეტის მოსამზადებელი ციკლის დროს ატეხილი ხმაური, ცოტა ხნით ისრაელსაც გადასწვდა. ბუნებრივია, ყველას მოგვწონს და გვიხარია, რომ ქართველები, ევროპული კალათბურთის ლიდერებს ამარცხებენ. ბუნებრივია ისიც, რომ გაგვიჩნდა „მეტის" ამბიცია, თან ამას ვაკეთებთ ზაზას და ვიკას გარეშე, შემდეგ ზაზასთან ერთად. ვიცით, რომ ამ დროს, შესაძლოა გრანდიც, ლიდერების გარეშე იყო, მაგრამ გვიხარია. არ შემიძლია, არ დავეთანხმო ნაკრების კაპიტანს, რომელმაც დღეს, უკრაინასთან წაგებული თამაშის შემდეგ, თქვა, რომ ბიჭები კი თამაშობენ „ჯიგრით", მაგრამ მარტო „ჯიგრით", მოიგებ ორ თამაშს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს ვერაო. თუმცა, თუ სათამაშო სახეობების ბოლო დროინდელ სტატისტიკას გადავხედათ, ხშირად ეს „ჯიგარიც" ძალზედ სანატრელია ხოლმე.
დამარცხება ყოველთვის მტკივნეულია. მითუმეტეს, ისეთ ნაკრებთან, რომელიც ტურნირის დაწყებამდეც კი აუტსაიდერია. თუმცა, უფრო მტკივნეული ისაა, რომ დღეს ვიდექით, თუ არ ჩავთვლით რამდენიმ წამიან გამოფხიზლებებს. დღეს, დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა, არ წაგვივიდა სროლა, წავაგეთ ფარი. უკრაინელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ. მათ შორის ჩვენი ლიდერების „შეწუხებაც". უკრაინელებს, გამოსდიოდათ ყველაფერი, სწრაფი თამაში, შორი სროლები, ფარქვეშ თამაში. პირველ ტაიმში, 20 მოხსნაა მათ ანგარიშზე. შესაძლოა, ეს დეტალებია, მაგრამ შედეგი, სწორედ ასეთი დეტალებისგან მოდის.
"მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ - "ჯიგრით". სამწუხაროდ, ასეთ დონეზე მარტო ჯიგრით თამაში საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, აქ უნდა გამოიჩინო ცოდნა, აქ უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარება თამაშის მოსაგებად. ეს არის და ეს. ჩვენ, ბოლო ორი თამაშია, პატარა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და მხოლოდ ჯიგრით ვთამაშობთ. ასე, ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. თუნდაც, უკრაინასთან, რომელიც შეიძლება არაა ელიტარული გუნდი, მაგრამ ევრობასკეტზე მოხვდა და ე.ი კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როცა კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა», - მატჩის დამთავრების შემდეგ აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
8-0, 12-2 უკრაინელებმა, თამაშის დაწყებისთანავე თავბრუ დაგვახვიეს. ვითარება, მხოლოდ გიორგი შერმადინის გამოსვლის შემდეგ დაწყნარდა. საქრთველოს ნაკრებმა, თითქოს, დაცვაშიც გამოასწორა თამაში და მოახერხა, რომ მეოთხედი, მხოლოდ 1 ქულით (20-19) წავაგეთ. სამწუხაროდ, მეორე მეოთხედის ბოლოს ეს სხვაობა უფრო გაიზარდა 18-30, შედეგად12 ქულას მიაღწია. შესაბამისად, პირველი ტაიმი 13 ქულით წავაგეთ -51-38. მესამე პერიოდი, ჩვენი იყო 25 -16. თუმცა, საერთო მე-3 მეოთხედის 9 ქულიანმა გაბათილებამ დიდი ვერაფერი მოგცვა. ტაბლოზე 63-67 დაფიქსირდა, უკრაინელების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ბოლო, დასკვნით მეოთხედში ქართველთა დაცვის ხაზი „ჩაიშალა". სრულიად არალოგიკური შეცდომების გამო, უკრაინის ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება ჩაიწერა. ახლა, როცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უკრაინამც კი გადაგვასწრო სატურნირო ცხრილში, ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსები ძალიან შემცირდა. შეხვედრა კი 88-81 დასრულდა.
ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ არსებობს. გამონაკლისი არც უკრაინაა, მიუხედავად იმისა, რომ მას ანგარიშს ბევრი არც უწვდა. სამწუხაროდ, ვერც ჩვენ გავთვალეთ. თუმცა, ისევე, როგორც გერმანიასთან. უკრაინა, რომლის სამწვრთნელო შტაბმა, როგორც ჩანს პედანტურად შეისწავლა ჩვენი ნაკრების თამაში. გათვალა დეტალებში ყველა კომბინაცია. სხვათა შორის, რომლის შესახებაც საუბარს, ნაკრების კალათბურთელები არც მორიდებიან. ესეც დეტალია... „წარმატებისთვის კალათბურთის თამაშის ცოდნაა საჭირო, ორივე მხარეს - დაცვაშიც და შეტევაშიც. ესაა მწარე რეალობა და სიმართლე, სამწუხაროდ - ყურადღება ამას უნდა მიექცეს", - ამბობს ზაზა ფაჩულია.
ახლა, ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ვინ იგულისხმა ზაზამ საკალათბურთო უცოდინრობის მიღმა, გასარკვევად ნაადრევია. გუნდი, გუნდია და როგორც ილიას ზუროსმა გერმანიასთან მატჩის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოიგებს თუ წააგებს, ერთად არის და ერთად აკეთებს ანალიზსს. არაა გამორიხული, გუნდში პრობლემებიც იყოს. ჩემი სუბიექტური აზრით, გარედან ასე ჩანს. თუმცა ახლა ამის გარკვევის დრო არაა.
გუნდი, უგულშემატკივროდ ყოველგვარ აზრს კარგავს. მითუმეტეს, ახლა, როდესაც „ფეხი" გადაუბრუნდა და ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ფაქტია, რომ ეს ბიჭები, იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე წარმოსადგენი იყო. ამიტომ, დროებით გადავდოთ სიბრაზე, ღრუბლებში ნავარდი, ოდნავ მიწას მოვუახლოვდეთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თამაში, გვყავს კარგი ბიჭები და ყველაზე მოკლე სკამი. ახლა, უბრალოდ, ცოტა მეტი ცოდნა და ანალიზის უნარი გვმართებს - კალათბურთელებსაც და ჩვენც, გულშემატკივას, რომ ბიჭები „საპნის ბუშტებში" არ ვამყოფოთ, მოგების მერე კამარა არ შევკრათ და მერე მიწაზე არ დავენარცხოთ, არც ჩვენ და არც კალათბურთელები.
და ბოლოს, უკრაინელებთან მატჩში, ყველაზე მეტი ქულები 17-17, ზაზა შენგელიამ და გიორგი შერმადინმა დააგროვეს.
დღეს, 4 სექტემბერს B ჯგუფში დასვენებაა. 5 სექტემბერს, ისრაელისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 22:30 დაიწყება.





ჩვენ








