
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფა-ს 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ქართველის კლუბმა დღეს დემბელეს დუბლით (72', 90'+1) გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" დაამარცხა 0-2 (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი), ორი შეხვედრის ჯამში კი, 4-0 მოიგო და გათამაშების მოდევნო ეტაპზე გავიდა. მოგვიანებით ფრანგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და შესაბამისად, MVP-სთვის განკუთვნილი პრიზი, ამ ჯერზე „კვარასთვის" აღარ დარჩა, თუმცა, ქართველი ტრადიციულად და სტაბილურად კარგი იყო. ხვიჩა გადაცემით გავიდა „მამარდას" კარში პირველი გოლი. მეორე გოლის მომენტში კი, მოქმედება ხვიჩას გადაცემის შემდეგ დაიწყო.
რაც შეეხება ამ მატჩის ინტრიგას, რომელიც განსაკუთრებით ქართველი გულშემატკივრისთვის იყო საინტერესო - დღეს, მდგრადობაზე პირველი „მამარდა", „კვარამ" შეამოწმა, თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზევე, თუმცა, გიორგიმ ბურთი მოიგერია. მამარდაშვილმა დემბელეს შორეული დარტყმაც მოიგერია. სხვათა შორის, საწყის წუთებში „მამარდას" ერთ შეტევაში ორჯერ მოიგერია. ზოგადად, ქართველს მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ზედმეტად არ აწუხებდნენ, კარგი მონაკვეთი ჰქონდა.
ფაქტია, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გოლები არ გავიდა, „ლივერპულს" ემჩნეოდა, რომ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მედიისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებდა და ისიც ნათელი იყო, რომ მეორე ტაიმში მერსისაიდელების შეტევები უფრო აგრესიული გახდებოდა. ოდნავ მოგვიანებით, ეს საქმეშიც დამტკიცდა. მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი ალბათ, თქვენი არ ვიცი და ამოსუნთქვაც კი ჭირდა, წვიმიანი ამინდის გარდა, „ლივერპულმა" ისეთი შტორმი მოუწყო პარიზულ გუნდს და კონკრეტულად საფონოვს. თუმცა, დღეს, პარიზელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციულ ფლეშ-ინტერვიუზე ლუის ენრიკე იტყვის, რომ იმ ინტენსიობის თამაშში, როგორიც დღეს იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, გუნდამ თავი კოლექტიურად უნდა დაიცვას და დღეს, ეს მისმა გუნდმა მოახერხა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში პირადად ჩვენ ხვიჩას დაცვაში გამართული და კარგი თამაში უფრო დაგვამახსოვრდა, ვიდრე მის უშუალო რგოლში, თუმცა, იქაც რაც იყო, ქართველს ვერაფერს დაუწუნებ თუ არ შეაქებ.
„შარშანდელთან შედარებით, ამჯერად განსხვავებული ვითარებაა, რადგან მაშინ მიაჩნდათ, რომ ჩვენ, ახალი გუნდი ვიყავით და ვერ შევძლებდით ლიგის მოგებას. ახლა ჩვენ ამ ლიგის ჩემპიონები ვართ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რომ გავიზარდოთ", - ამბობს ლუის ენრიკე.
„ლივერპულთან" გამარჯვება არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ მენტალიტეტი და კიდევ ის, რომ ვართ კარგი და ძლიერი გუნდი. ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ შეგვიძლია. ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ერთად, ბევრი კარგი რამე გავაკეთეთ. ჩვენთვის არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, 1/2 ფინალში ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ჯერ ვნახოთ ვინ გავა იმ წყვილიდან („ბაიერნი" - „რეალი") რომელი გავა 1/2 ფინალში. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის მოვახერხებთ მოვემზადოთ", - იტყვის ხვიჩა მედიისთვის მოწყობილ ზონაში.
„მამარდამ" ორი გოლი გაუშვა, ბევრმა თამაშის შემდეგ, აღნიშნა რომ ქართველ მეკარეს შეეძლო უკეთაც თამაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლივერპულელთათვის დამახასიათებელ მომავლის პერსპექტივაში, სათამაშო დროის ფაქტობრივად არ ქონის გათვალისწინებით, ქართველმა კარგი შეფასება მიიღო. რაც შეეხევა „მამლუქებიდან" სტუმარს, ხვიჩამ, საგოლე გადაცემებს ერთი მიუტანა და მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ფოტო: © UEFA





ჩვენ








