
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ და საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მწვრთნელმა სალომე ხუბულურმა და ფეხბურთელმა ზაქარია ბასილაშვილმა კვირას, ახალი ოჯახი შექმნეს. სალომე და ზაქარია პირველი წყვილია, რომლებიც სპორტის ამ სახეობამ დააახლოვა და პირველი საფეხბურთო ოჯახი შექმნეს. მათთვის დაუვიწყარი დღე მეგობრების გარემოცვაში გაატარეს. ფეხბურთელების დღესასწაულს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირიც დაესწრნენ.
ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, რომ საქართველოს გოგონათა 17-წლამდე გუნდი 2018 წელს ელიტ-რაუნდში გავიდა. შესაბამისად, ნაკრები პერმანენტულად მომავალი ტურნირისთვის ემზადება. ამიტომ, ახალ წყვილს უახლოეს ხანში 2019 წლის საფეხბურთო სეზონისთვის აქტიური სამზადისის დაწყება მოუწევთ. სალომეს, 17-წლამდე გოგონათა ნაკრებთან, ზაქარიას კი, საკუთარ გუნდთან ერთად. ჩვენი გვერდი წარმატებას უსურვებს საფეხბურთო ოჯახს, როგორც პირად ასევე, საფეხბურთო მოედნებზე.








ჩვენ








