
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. ქალთა შორის +86 კგ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გამოცდილი ანასტასია ჰოტფრიდი და 18 წლის მარიამ მურღვლიანი ასპარეზობდნენ.
დავიწყოთ მარიამი მურთვლიანით, რომელიც მალეს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას. ბათუმში კი, ქართველმა ატაში სამი მისვლიდან ორი ცდა გამოიყენა დაძლია 104 და 108 კგ და ამ დისციპლინაში მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. რაც შეეხევა აკვრას, აქ ქართველმა გოგონამ პირველი ორი ცდა წარმატებულად დაძლია 124 და 130 კგ, თუმცა მესამე ცდაზე 135 კგ-ს ვერ მოერია და ასპარეზობა მე-10 ადგილით დაასრულა. თუმცა, ორჭიდში ჯამში, მურღვლიანმა 238 კგ დააფიქსირა და საბოლოოდ, მე-9 ადგილით დაასრულა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე სენიორთა შორის ასპარეზობა.
რაც შეეხება გამოცდილ ანასტასია ჰორტფრიდს, ჩვენი გუნდის ტიტულოვანმა და წარმატებულმა ქალმა ძალოსანმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა და 115 და 118 კგ დაძლია, რამაც კონკრეტულ დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოაგებინა. ატაცში ჰოტფრიდმა სამივე ცდა გამოიყენა 135, 139 და 144 კგ დაძლია, თუმცა, აღნიშნულ დისციპლინაში კვარცხლბეკზე ასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და აქ მე-4 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ორჭიდის ჯამში 262 კგ-ით ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.
აღნიშულ წონით კატეგორიაში, მოულოდნელად გამოცდილ ძალოსნებთან ერთად აღმოჩნდა ახალგაზრდა თურქი ძალოსანი გოგონა თუანა სურენი, რომელმაც აკვრაში დაძლეული 145 კგ-ით მცირე ბრინჯაო მოიგო, თუმცა, ამ გოგონამ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ახალგაზრდული რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი გააუმჯობესა. ორჭიდში (256 კგ) კი, მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს შორის ამ წონაში ჩვენი მურღვლიანისა და თურქი სურენის გარდა კიდევ ერთმა, უკრაინელმა ჰანა კალაშნიკმა იასპარეზა და ორჭიდის ჯამში 231 კილოგრამით მე-11 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონი კი, ემილი კემპბელი გახდა დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც ასპარეზობა ორჭიდში აღებული 276 კგ-ით დაასრულა და სულ ერთი კილოგრამით აჯობა ნორვეგიელ სოლფრიდ კოანდას.
აქვე შეგახსენებთ, რომ 16:00 საათიდან ბათუმის ფიცარნაგზე, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო მედლები გათამაშდება. +110 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ თურმანიძე დაიწებს ასპარეზობას.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია





ჩვენ








