
ათი წლის წინ, 2016 წლის 26 აპრილს საქართველოში ქალთა ფეხბურთმა ახალი ათვლა დაიწყო. სწორედ ამ დღიდან, ქვეყანაში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატმა რეგულარული ჩემპიონატის ფორმატში გადაინაცვლა. პირველ რეგულარულ ჩემპიონატში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა - ქუთაისის „მართვემ", ხაშურის „ივერიამ", თბილისის 35-ე სკოლის გუნდმა, „ლანჩხუთმა", „ჰერეთმა" და „ბათუმმა".
ქართული ქალთა ფეხბურთის ახალი ათვლის ქუთაისსა და ლანჩხუთში 26 აპრილს გამართული შეხვედრებით დაიწყო. ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძეზე „ლანჩხუთმა" 3-0 დაამარცხა „ჰერეთი". „მართვემ" კი, ქუთაისის „ტორპედოს" ბაზაზე, 10-2 სძლია „ბათუმს". ქალთა ლიგის პირველი გამარჯვებული „მართვე" გახდა. ყველაზე მეტჯერ კი, საქართველოს ქალთა შორის ჩემპიონის ტუტულს „ლანჩხუთი" ფლობდა.
წლების მიხედვით საქართველოს ჩემპიონები იყვნენ:
2016 „მართვე"
2017 „მართვე"
2018 „ნიკე"
2019 „ლანჩხუთი"
2020 „ნიკე"
2021 „ლანჩხუთი"
2022 „სამეგრელო"
2023 „ლანჩხუთი"
2024 "ლანჩხუთი"
2025 „ნიკე-ლუსო"
ამ წლების მანძილზე, ქალთა ლიგაში უცვლელად ასპარეზობენ „მართვე" და „ლანჩხუთი".
ქალთა ლიგის 2026 წლის, რიგით მე-11 სეზონში, რომელიც მომავალი წლიდან ათგუნდიანი ფორმატიდან კვლავ რვაგუნდიანზე გადადის მონაწილეობენ „მართვე", „ლანჩხუთი", „ნიკე-ლუსო", „ბათუმი", „კვარტალი", „ვერე", „ელიტა", „რაჭა 2020", „თეთრიწყარო" და სოხუმის „დინამო".
აქვე გეტყვით, რომ ქალთა ლიგის 2026 წლის ჩემპიონატს, 7 ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით 21 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში „ნიკე-ლუსოა". ქალთა ლიგის მე-8 ტური კი, სამშაბათს, 28 აპრილს არის ჩანიშნული.





ჩვენ








