
დღეს ტირანაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა თავისუფალ ჭიდაობაში. ქართულმა გუნდმა ასპარეზობის ბოლო დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიგო. საბოლოოდ კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ალბანეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
92 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოლა მირიან მაისურაძემ, რომელმაც ფინალურ ბლოკში მოსახვედრად, დღეს, რეპეშაჟიდან დაიწყო და სადაც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ იარასლაუ იადკოსუკუ 5-0 დაამარცხა. ბრინჯაოს ფინალიც შვეიცარიელი სამუელ შერერისთან ქართველი ფალავნის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მაისურაძის გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.
ბრინჯაოს მედალი მოიგო 86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელმაც თურქი ოსმან გიოჩენი 8-1 დაამარცხა.
კიდევ ერთი მედლის მოგების შანსი ჰქონდა დღეს, გიორგი ელბაქიძეს. 74კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კარგად დაიწყო და ანგარიში 6-0 წაიყვანა. თუმცა, შეხვედრის ბოლო მონაკვეთში აშკარად დაეტყო მღელვარება, რაც მის ასპარეზობაზე პირდაპირ აისახა. დამოუკიდებელი გუნდის სახელით მოასპარეზე, ირანელი ფერჰად ნურიხორჯესტანიმ, ქართველს ჯერ გაუთანაბრა, შემდეგ კი 2 ქულითაც გადაასწრო, მიუხედავად ამისა, მოახერხა ცივი გონების შენარჩუნება, მაშინაც კი, როდესაც, 8-8-ზე, შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე იცოდა, რომ აღნიშნულ ანგარიშზე მედალს ქართველი დაეუფლებოდა. ირანელმა ბოლო ქულები ბოლო წამებზე აიღო 10-8 და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.
და ბოლოს, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მამლუქმა, გიორგი მეშვილდიშვილმა (125კგ) რომელმაც უნგრეთის ნაკრების წევრს ბაიცაევს 8-0 მოუგო და მორიგ ოქროს მედალთან ერთად, ტიტულის დაცვაც მოახერხა.





ჩვენ








