
თურქეთის შეკრებამდე „დინამო თბილისმა" კიდევ რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. სულ ბოლოს გუნდს, ოფიციალურად 27 წლის არგენტინელი შემტევი ანტონიო როხანო შეემატა. ფეხბურთელმა კარიერა არგენტინულ „ხიმნასია ლა პლატაშო" დაიწყო. შემდეგ კი, „ვილა სან კარლოსა" და „სპორტივო იტალიანოში" გამოდიოდა. როხანომ, ორი სეზონი ბოლივიური „რეალ პოტოსის" შემადგენლობაში გაატარა. 2017-18 წლების სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში, „ჰამილტონის" ღირსებას იცავდა. „დინამო თბილისში" გადმობარგებამდე ტონი როხანო, ესპანურ „ბურხოსში" ასპარეზობდა. ფეხბურთელმა „დინამო თბილისთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა „დინამო თბილისთან" გიორგი პაპავამაც. ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა 2011 წელს „დინამო თბილისში" დაიწყო და 4 სეზონის მანძილზე 2-2-ჯერ, ქვეყნის ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი და ერთხელ სუპერთასის მფლობელიც იყო. კვიპროსულ „ნეა სალამის", შემდეგ კი, გორის „დილასა" და „რუსთავის" შემდეგ, 25 წლის ნახევარმცველი კვლავ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

ახალი სეზონიდან დედაქალაქელთა რიგებში 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბი ითამაშებს. ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა ესპანურ „კასერენიოში" დაიწყო, შემდეგ კი, „დონ ბენიტოში" გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი „გრანადას" შემადგენლობაში ჩაატარა. ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი "დინამო თბილისში" ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი" თურქეთში 24 იანვარს გამთენიისას გაემგზავრება და ერთ თვის მანძილე 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თუ რა შემადგენლონით დაიწყებს თბილისური კლუბი 2019 წლის სეზონს, სწორედ ამ შეკრების დასრულების შემდეგ გახდება საბოლოოდ ცნობილი.





ჩვენ








