ეროვნული ლიგის პირველი წრე „იბერია 1999“-მა მოიგო, თუმცა, დღეს მე-9 ტური წააგო
ეროვნული ლიგის პირველი წრე „იბერია 1999“-მა მოიგო, თუმცა, დღეს მე-9 ტური წააგო
26.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტური დღეს ორი შეხვედრით გაგრძელდა. ორი მატჩი თბილისში გაიმართა, ერთი „მიხეილ მესხი 2"-ზე მეორე, „პეტრო არენაზე".


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეროვნული ლიგის დებიუტანტ „სპაერს", ძლიერთა ლიგაში შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, მე-8 ტურში თბილისის „იბერია 1999"-თან უკვე ემჩნეოდა ცოტა დაღლა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს, ქართული ფეხბურთის კიდევ ერთ ლიდერ კლუბთან, გორის „დილასთან" 87-ე წუთამდე იბრძოლა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი, ლაშა მენთეშაშვილის გადაცემის შემდეგ, მოჰამედ კანტემ გაიტანა და გორელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. „სპაერმა" კი, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, ამჯერად 0-1.


საკმაოდ უხეში, განსაკუთრებით მეორე ტაიმიდან გამომდინარე, გამოდგა თამაში „პეტრო არენაზე", რომელშიც ძლიერთა რიგებში დაბრუნებულმა „რუსთავმა" მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის (ასეთი კი 7 წუთი იყო) დაწყებისთანავე მოახერხა ირაკლი იაკობიძის გოლით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „იბერია 1999"-ის დამარცხება. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, ავთანდილ გუჯაბიძემ გახსნა მე-15 წუთზე. თუმცა, მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან გიორგი კუციას ჩაწოდებული საჯარიმო, 21-ე წუთზე გოლით დააგვირგვინა ამირან ძაგანიამ. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, 59-ე წუთიდან იბერიელები ათნი დარჩნენ - თბილისელებს ვაჰიდ სულეიმანოვიჩი გაუგდეს.  ათი კაცით დარჩენილ მოქმედ ჩემპიონს, დარჩენილ დროში გაუჭირდა და საბოლოოდ 2-1 წააგო. მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში, „იბერია 1999" 17 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებს, გორის „დილას", რომელიც დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, თბილისურ კლუბს წამოეწია.


შეგახსენებთ, რომ ტური, რომლითაც პირველი წრე სრულდება გუშინ წყალტუბოში, თემურ ქეცბაიას სადებიუტო გამარჯვებით დაიწყო „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. მე-9 ტური კი, ხვალ ორი შეხვედრით დასრულდება:


19:00 „გაგრა" - „მეშახტე" / პეტრო არენა

21:00 „დინამო" ბთ - „ტორპედო" / აჭარაბეთ არენა