იანვრის ბოლოს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს ითამაშებს
იანვრის ბოლოს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს ითამაშებს
24.01.2019
ავტორი:

იანვრის ბოლოს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 3 მატჩის გამართვა უწევს. ქართველთა ნაკრები ამ შეხვედრებზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრის მხარდაჭერას ელის. ავთანდილ ასათიანის გუნდი შესარჩევი რაუნდის D ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. თამაშები 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე გაიმართება.

30 იანვარი

17:30 დანია - ისრაელი

20:30 საქართველო - გერმანია

31 იანვარი

17:30 გერმანია - დანია

20:30 საქართველო - ისრაელი

2 თებერვალი

17:30 ისრაელი - გერმანია

20:30 დანია - საქართველო

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე"  დაიწყო. ავთანდილ ასათინმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი); მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), გიორგი ნიშნიანიძე (ბასტია აგლო, საფრანგეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი); თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი)

საერთო ჯამში თამაშებისთვის ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობიდან საბოლოოდ, უშუალოდ ტურნირის განაცხადში 14 მოხვდება. საკლუბო შეხვედრების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ექვსივე ლეგიონერი 27 იანვარს შეურთდება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მატჩებზე დასასწრე გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.