
ბელარუსში გამართულ „განვითარების თასის" ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ტურნირში, რომელშიც სტარტი 12-მა გუნდმა აიღო ქართელმა ფეხბურთელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. თუმცა, ½ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. იქ, კი მასპინძლებთან, ბელორუსის ნაკრებთან ანგარიშით 0-3 დამარცხდნენ და მხოლოდ მესამე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა სლოვაკი ფეხბურთელების შეტევებით დაიწყო და მთელი თამაში მათივე უპირატესობით გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ კი, მეტოქემ გოლები ორწუთიან მონაკვეთში გაიტანა. სლოვაკები 2-0 დაწინაურდნენ და ანგარიში, მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
მინსკის „განვითარების თასის 2019"-ის ბოლო შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: კაპანაძე, ლატარია, კოკაია, ერაძე, დევდარიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი. ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა, შეცვლაზე თამაშის უფლება მისცესკვარაცხელიას, გრიგალაშვილს, ტორონჯაძესა და ტალახაძეს.
ბელარუსში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, შემდეგი შემადგენლობით იყო წასული: მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია); მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო); ნახევარმცველები: ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (მეტალურგი, ზაპოროჟიე, უკრაინა); თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).





ჩვენ








