„დინამო თბილისმა“ პირველი სპარინგი ფრედ ითამა
„დინამო თბილისმა“ პირველი სპარინგი ფრედ ითამა
28.01.2019
ავტორი:

თურქეთის შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა" დღეს, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისელების მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვე ადგილოსანი, პლოვდივის „ლოკომოტივი" იყო.

საფეხბურთ კლუბ „დინამო თილისის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ბულგარელები, რამდენიმე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან. „დინამო თბილისთან" შეხვხედრამდე, „ლოკომოტივმა"  3 ამხანაგური მატჩის ჩაატარება მოასწრო. მათ, 17 იანვარს 4-0 „მარიცა პლოვდივი" დაამარცხა. 20 იანვარს, რკინიგზელებმა „ორიაჰოვიცას" მოუგეს  2-0. ბოლოს კი, 24 იანვარს, დიდი ანგარიშით 7-0  ბალჩიკის „ჩერნომორეცი" ბალჩიკი გაანადგურეს.  

„დინამო თბილისისა" და „ლოკომოტივის" შეხვედრა ორივე გუნდის აქტიურობით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები 2019 წლის სეზონისთვის ახალი შემადგენლობით, თურქულ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიკრიბენენ და შესათამაშებლად ცოტა დროა ჯერ გასული, პირველი სახიფათო შეტევა სწორედ მათ ანგარიშზეა. მე-18 წუთზე, „ტორპედოდან" თბილისურ კლუბში გადმობარგებულმა ლევან კუტალიამ მეკარესთვის ბურთის თავზე გადაგდებაც დააპირა, თუმცა, ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, დინამოელთათვის მომდევნო შეტევა შედეგიანი გამოდგა. „დინამო თბილისში" ასევე „ტორპედოდან" გადმოსულმა გიორგი კუხიანიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მარჯვენა ფრთიდან ლევან შენგელია გააგრძელა შეტევა. საჯარიმოში მისი ჩაწოდებული კი, არგენტინელმა ანტონიო როხანომ  ზუსტად დაარტყა კარის მიმართულებით და შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 1-0. „დინამო თბილისის" შემადგენლობაში, ეს არგენტინელის პირველი გოლი იყო.  გოლი გატანის შანსი ჰქონდა დინამოელთა კიდევ ერთ ლეგიონერს,  ფრან კარბიასაც, რომელიც მთელი მატჩი საკმაოდ აქტიურად ჩაატარა.

მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს,  მე- 40 წუთზე „ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება შესძლო, 1-1. თუმცა, „გასახდელში გოლი" მაინც „ლოკომოტივმა" წაიღო. შორიდან ზუსტი ძლიერი დარტყმიტ დმიტრო ივანისენიამ ანგარიში ორამდე გაზარდა, 2-1.

მეორე ტაიმში, ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ, ფრან კარბიას, აკაკი შულაიას, მიხეილ ერგემლიძესა და ლევან კუტალიას. თუმცა,  მატჩის დასკვნით ათ წუთში მეტოქემ ორი სახიფათო შეტევა განახორციელა. პირველ შემთხვევაში, დინამოელთა ესპანელმა მეკარემ  ხოსე პერალესმა იხსნა კარი. თუმცა, კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ, 11-მეტრიანის მოგერიება ვერ მოახერხა და შეხვედრაც ფრედ 2-2 დასრულდა.

გოლი: 1-0 როხანო 19'  1-1 აკროპოვიჩი 40'  2-1 ივანისენია 42'  2-2 ილიევი (პენ) 84'

პირველი შეხვედრა „დინამო თბილისმა" შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: სიკაჩი (მამარდაშვილი 30' პერალესი 60), რუხაია, მეჯუბი (გაბიტაშვილი 53), კობოური (ქაფიანიძე 66), იაშვილი (ძოწენიძე 46), ივანისენია (პაპავა 46), კუხიანიძე (ზარია 46), შენგელია (შულაია 56), კარბია, კუტალია, როხანო (ერგემლიძე 58).

მომდვნო მატჩს დინამო 1 თებერვალს სპარტაკ სუბოტიჩას წინააღმდეგ გამართავს.