
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ შეხვდრას ხვალ, 30 იანვარს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის პირველი მეტოქე, გერმანიის ნაკრები იქნება. შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:30 საათზე დაიწყება.
„ჯგუფი საკმაოდ ძლიერია. ასე, რომ ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ. არავის გვგგონია, რომ ადვილი გასეირნება იქნება. შესაბამისად, სამივე თამაში ფინალის ტოლფასი. საკუთარ კედლებში, მხოლოდ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ასე, რომ მაყურებლის ძალიან დიდი იმედი მაქვს. გვინდა, რომ შარშანდელი გავიმეოროთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ნაკრები, შესარჩევი რაუნდის D ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. თამაშები კი, ხვალიდან, 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე გაიმართება. შესაბამისად, 30 იანვარს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრამდე, გულშემატკივარს, კიდევ ერთი მატჩის ხილვის საშუალება ექნება. დანიისა და ისრაელის ფუტსალის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხევა საქართველოს ნაკლრებს, გუნდმა სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში 28 იანვარს გამართა. ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ფეხბურთელით ემზადება მომავალი მატჩებისთვის, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.
შეგახსენებთ, რომ მატჩებზე დასწრება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალია.
სფფ-ს ფოტო / ავტორი-ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








