
თბილისის ოლიმპიურ სასახლში დღეს ფუტსალში, მსოფლიოს 2020 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის D ჯგუფის თამაშები დაწიყო. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერთნანეთს დანიისა და ისრაელის ფუტსალის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი დანიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენეს მადს ფალკმა (#7) და ბრაიან მენგელმა (#11). ტაიმის მიწურულს მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა დანიელთა მე-9 ნომერმა, ლუის ვეისმა ებრალეთა მეკარეს ბურთი თვზე ვერ გადაუგდო და კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაანიავა. შეხვედრის ეს მონაკვეთი გუნდებმა მშრალი ფრეთი, 0-0 დაასრულეს.
პირველი ტაიმისგნ განსხვავებით, შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. თუმცა, არც ერთ კართან სახიფათო მომენტი შეხვედრის 35- წუთამდე არ შექმნილა. დანიელები, დარჩენილ დროში მასიურ შეტევაზე გადავიდნენ. 5:22 წუთით ადრე, მატჩის დასრულებამდე, დანიელებმა შეტევაში მეკარეც ჩართეს, შეხვედრის ამ ნახევარში, ყველაზე სახიფათო მომენტიც სწპრედ ამ დროს შეიქმნა ისრაელელთა კართან, რომლებიც გოლისგან ძელმა იხსნა. მსგავსი სიტუაციის გათამაშებას დანიელები დარჩენილ დროში კიდევ რამდენჯერმე შეეცადნენ. თუმცა, გოლი მხოლოდ პენალტის შემდეგ გახსნენს. ის 10-ე ნომერმა ქევინ იორგენსონმა დანიელები წინ გაიყვანა, 1-0. შეხვედრის დასრულებამდე 2:09 წუთით ადრე, ისრაელის ნაკრებმა მეკარე მოედნის მოთმაშით ჩაანაცვლა და სწორედ, 5/4-ზე შეტევის შემდეგ, მე-17 ნომერმა ეტიენ იურბანმა გოლი გაქვით, 1-1. სე შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრებს ამ წყვილის გუნდები 31 იანვარს გამართავენ.
17:30 გერმანია - დანია
20:30 საქართველო - ისრაელი
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშებზე დასწრება თავისუფალია.
სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








