
თბილისის ოლიმპიურ სასხლეში მიმდინარე ფუტსალის მსოფლიოს 2020 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის D ჯგუფის ასპარეზობა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაწიყო. საქართველოსა და გერმანიის ფუტსალის ნაკრებები ბოლო ორი წლის მანძილზე ოთხჯერ შეხვდნენ ამხანაგურ მატჩებში ერთმანეთს და ყველა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრაც მასპინძლებმა, ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე გამოძახებული 16 ფეხბურთელიდან 14 დატოვა. გუნდთან ერთად არის ყველა ლეგიონერი და მათ შორის 4 ნატურალიზებული ბრაზილიელი.

ავთანდილ ასათიანმა ჯგუფის პირველი შეხვედრაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: მეკარე ზვიად კუპატაძე, წინა ხაზის მოთამაშეები რონინიო, სივი საიოტი, თალესი და არჩილ სებისკვერაძე. პირველი ტაიმის დასაწყისიდანვე, საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია მეტოქეს. ზედიზედ, თალესის რამდენიმე დარტყმულის მოგერიება მოუხდა გერმანელთა მეკარეს. თუმცა მატჩის პირველ წუთებში სწორედ, თალესისი შეცდომა შეიძლება გოლად დასჯდომოდა ქართველთა ნაკრებს. თანაგუნდელის უყურადღებობა კუპატაძემ გამოასწორა და ბურთი მოიგერია. შეიძლება ითქვას, მთელი თამაშის მანძილზე ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომელშიც ჩევნმა ნაკრებმა ყურადღება მოადუნა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. სიმი საიოტის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ზუსტად გამოიყენა რონინიომ და ქართველები 1-0 დააწინაურა, გოლიდან მალევე, გერმანელებმა ავტოგოლი ჩაიწერეს სათვალაშვი, ქართველები კი 2-0 დაწინაურდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ნაკრებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა, როდესაც პირველი ნახევრის მიწურულს სიმი საიოტმა ანგარიში სამამდე გაზარდა, 3-0.

შეხვედრის მეორე ტაიმი ბრაზილიური „კარნავალით" დაიწყო. მოედანზე მყოფმა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა გერმანელთა კართან ერთი მეორეს მიყოლებით შექმენს სახიფათო მომენტები. გერმანელებს, ამ დროს, უბრალოდ იღბალი სწყალობდათ. საქართველოს ნაკრებმა კი ამ ტაიმში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა. 32-ე წუთზე სებისკევრაძემ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით აიღო გერმანელთა კარი 4-0, კიდევ ცოტა ხანში კი სიმი საიოტმა დუბლი გაიფორმამ 5-0. შეხვედრის დამთავრებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც გერმანიის ნაკრებმა ერთ გოლის გაქვითვა მიახერხა. შეხვედრა საბოლოოდ 5-1, ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა.

დღევანდელი დღის შემდეგ, ჩვენი გუნდი, ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ხვალ კი ქართველი ფეხბურთელები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:30 წუთზე დაიწყება. თამაშებზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალია.

დღესვე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დავით ბობოხიძე დააჯილდოეს. ფეხბურთელმა, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში 65 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. ნაკრებში 10-წლიანი თამაშისთვის, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსულმა გულშემატკივარმა დავით ბობოხიძეს მადლობა გადაუხადა.
სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








