ქართველებისთვის არც თუ სახარბიელო სტატრი მსოფლიო თასზე
ქართველებისთვის არც თუ სახარბიელო სტატრი მსოფლიო თასზე
04.09.2017
ავტორი:

თბილისში, მეორე დღეა ჭადრაკში, მოსფლიოს თასის მე-15 გათამაშება მიმდინარეობს. ფიდე-ს კალენდრის მთავარ ღონისძიებაში 48 ქყვეყნის 128 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ 25 სპორტსმენი. მონაწილეთა შორისაა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობს. თბილისის ტურნიში ასევე მონაწილეობენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები ინდოელი ვიში ანანდი,  რუსეთის წარმომადგენელი ვლადიმირ კრამნიკი და  ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი.

თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება, ოფიციალურად მაგნუს კარლსენისა და ნიგერიელი ოლუვაფემ ბალოგანის  პარტიით გაიხსნა. ვაჟთა შორის, პირველ ტურის სწორედ, ამ პარტიაში, პირველი სვლა ფიდეს  ვიცე-პრეზიდენტმა  გეორგიუს  მაკროპულოსმა გააკეთა. შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა, თუმცა  600-მდე ნაკლები რეიტინგ- ქულის მქონე მეტოქესთან სხვაგვარ პარტიას არც არავინ ელოდა.

თუმცა, პირველ ტურში მოულოდნელი შედეგებიც დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მე-2 მოჭადრაკემ, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა  ფრედ დაასრულა პარტია  ტაჯიკეთის წარმომადგენელ, საერთაშორისო ოსტატ მუჰამად ხუსენხოიაევთან.  ასევე ფრედ დასრულდა  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სერგეი კარიაკინის და ტურნირის  ყველაზე ახალგაზრდა  მონაწილის ანტონ სმირნოვის შეხვედრა. გამოცდილმა რუსმა, შავებით აღარ გარისკა და უმცროსი კოლეგის შეთავაზებულ ყაიმს დათანხმდა. მოულოდნელი იყო ძლიერი ინდოელი დიდოსტატის ჰარიკრიშნას მარცხი  200-სარეიტინგო ქულით ნაკლებ კუბელ  დიდოსტატ იური ვიდალ გონსალესთან.

საქართველოდან, საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, ნანა ძაგნიძე იბრძვიან. ასპარეზობის პირველ დღეს, ყაიმით დაამთავრა პარტია ქართველი გულშემატკივარის ფავორიტმა ბაადურ ჯობავამაც. სამწუხაროდ, დღეს თამაში ვერ აეწყოთ დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებსაც,იმედი ვიქონიოთ რომ მომდევნო ტურში ჩვენები შესძლებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამ წუთებში, სასტუმრო „ჰუალინგში", პირველი ტურის გადამწყვეტი შეხვედრები მიმდინარეობს. სწორედ დღეს, გვიან საღამოს გაირკვევა, იმ მოჭადრაკეთა ვინაობა, რომლებიც მომდევნო რაუნდში გააგრძელებენ ასპარეზობას. შეგახსენებთ, 2-28 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო თაისი, რიგით მე-15 ტურნირი მიმდინარეობს. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 1,6 მლნ. აშშ დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ბათუმში, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.