
ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატას ოქროს მედალოსნები არიან. სლოვენიაში, ქალაქ ბლედში, 12-14 ივნისს აკადემიურ ნიჩბოსნობაში პრესტიჟული საერთაშორისო რეგატა გაიმართა, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებმაც იასპარეზეს. მედლების კომპლექტი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა. ტურნირს საერთო ჯამში 700-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 17-წლამდეთა შორის 2X კატეგორიაში 1500-მეტრიანი დისტანციაზე იასპარეზეს მანძილი 05:05 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს (იხილეთ ოქმი).
ერთი დღით ადრე, 1X მსუბუქი წონის კატეგორია ძალები სცადა გიორგი კანთელაძემ 2000 მეტრზე იასპარეზა და ფინალში გასვლა მოახერხა სადაც დღეს, A ფინალში მე-4 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა ნიჩბოსანმა დისტანცია 7:34.62 ( 500m 1:51.57 /1000m 3:50.46 / 1500m 5:44.62) წუთში დაფარა.






ჩვენ








