პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
14.02.2019
ავტორი:

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (შანჯა) გამართულ 23-წლამდე  მსოფლიო ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, ქართველმა პარასპორტსმენმა ნინო თიბილაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მან ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდი ანგარიშით 15:7 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნინო თიბილაშვილმა უკვე მეორედ მოიგო.