
ხვალ, თბილისის დროით, 22:45 წუთზე ვენაში, მსოფლიო 2015-ის შესარჩევი მატჩი გაიმართება. ამ მატჩამდე, ერთი დღით ადრე, ავსტრია - საქართველო თამაშზე დასასწრები 12000 ბილეთია გაყიდული. სტადიონი 55665 გულშემატკივარს იტევს. ეს არის ინფორმაცია ამ დროისთვის, რომელსაც ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დღეს დილით კი ავსტრიელემა ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
„ხვალინდელ მატჩში, ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა ჩადონ და აბსოლუტურად ფოკუსირებულნი იყვნენ საქართველოსთან თამაშზე. საქართველოს ჰყავს ტექნიკური მოთამაშეები და ერთი წლის წინანდელთან შედარებით, მათ საკმაოდ მოუმატეს. მათ ეს, შაბათს, ირლანდიასთან თამაშის დროსაც დაამტკიცეს. ჩვენ ვიცით რა გველის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვალინდელ თამაშს თავისუფლად გადავატარებთ, ძალიან ცდება"- თვლის, კოლერი.
ავსტრიელთა გუნდში, ხვალინდელ მატჩში, ტრავმების გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას სებასტიან პრიოდლი და მარსელ საბიცა. მათ ნაცვლად მარსელ კოლერმა ავსტრიის 21-წლამდელთა ნაკრების 2 ფეხბურთელს ფილიპ ლინჰარტსა და მაქსიმილიან საქსს დაუძახა.
„კარდიფში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 3 ქულა აგღვეღო, მაგრამ ვერ შევძელით. ბუნებრივია, იმედგაცდურებულები ვართ. თუმცა, ვნახეთ თამაში, გავაანალიზეთ დეტალები და ახლა სრული კონცეტრაციას ვახდეთ სამშაბათის ურთულეს თამაშზე. ბოლო შეხვედრებში, საქართველომ თავი კარგად წარმოაჩინა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ, გამარჯვებულები გამოვიდეთ. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მთლიანად ავსტრიული ფეხბურთისთვის", -ამბობს მარსელ კოლერი.






ჩვენ








