გუნდურობა, რომელიც უეფა-მ და ფიფა-მ კობიაშვილის გუნდში დაინახა
გუნდურობა, რომელიც უეფა-მ და ფიფა-მ კობიაშვილის გუნდში დაინახა
15.02.2019
ავტორი:

გაზუთხული ანგარიშის ნაცვლად ათიოდე წუთში ჩატეული  სამუშაოს ამსახველი ვიდეო-რგოლი, რომლის დასრულების შემდეგაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეიზიდენტობის ერთად-ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სფფ-ს სათავეში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, ის, თვითკმაყოფილებას  არ გრძნობს და იცის, რომ არის ხედვა, გუნდი და ერთად გასაკეთებელი კიდევ ბევრი საქმე.




მსაჯები, ქალთა ფეხბურთ, ეროვნული ნაკრები (რომელსაც, როგორც არასდროს ცოტა აშორებს ევროპის ჩემპიონატის ნანატრ ფინალურ ეტაპამდე), ბავშვთა ფეხბურთი, მასობრივი და სამოყვარულო ფეხბურთი, საფეხბურთ განათლება, ინფრასტრუქტურა, ერთობლივი პროექტები ფიფა-სთან და უეფა-სთან, ეს იმ ჩამონათვალის ნაწილია, რომლებსაც სფფ მომავალი 4 წლის მანძილზე გააგრძელებს და კიდევ უფრო გააფართოებს.




  • მეტი შანსი განვითარდეს ფეხბურთი, ნიშნავს მეტ კლუბს ევროპულ სარბიელზე;
  • გაკეთდეს ინვესტიციები და არა მარტო დაიხარჯოს "ფეხბურთის ფული";
  • მეტი ხალხი და ჩართულობა ფეხბურთში;
  • მხარდაჭერა ყველა წამოწყებასა და განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიებს;
  • ხელშეწყობა ქალთა ფეხბურთს, ეროვნულ ლიგას, ფუტსალს, სატელევიზო რეკლამების მოზიდვას;

ეს კიდევ უეფა-სა  (მიკელე უვო - უეფას ვიცე-პრეზიდენტი) და ფიფა-ს (ოლივერ იუნგი -  ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორი) წარმომადგენელთა,  გამოსვლებიდან არის ამონარიდები, რომლებიც დღეს, თბილისში, სასტურო „ჰუალინგში" სფფ-ს რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ. სხვათა შორის, ფიფას წარმომადგენელმა ახალი გამოწვევების მხარდასაჭერად დღეს ციფრიც 6 მლნ. აშშ დოლარი დაასახელა. ფაქტია, რომ ევროპული და მსოფლიო საფეხბურთო მმართველი ორგანოები, მზად არია მხარი დაუჭირონ ფეხბურთის განვითარებას საქართველოში.




„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს ვესწრები. გამოვყოფდი უკანასკნელ სამ წელიწადს, რომლის განმავლობაში ფედერაციას ძალიან დიდი მიღწევები აქვს. ლევან კობიაშვილმა საკმაოდ საინტერესო ხედვა წარმოადგინა, რომელიც უეფას ღირებულებებს იზიარებს და სწორედ მათ შესაბამისად განხორციელდება. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელია. აღსანიშნავია,რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს იზრდება და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ",  - ამბობს,  მიკელე უვო, უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.

29-ე საარჩევნო ყრილობა, სიმბოლურად, ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს ჩატარდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და სფფ-ს დაარსების მომავალ, საიუბილეო, 30-ე წელიწადს სხვა საინტერესო ღონისძიებებითაც აღნიშნავს.




მანამდე, კი ასევე ტრადიციულად, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ ყრილობაზე, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სფფ-ს პირველი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაჯილდოვეს. ჯილდო ასევე გადაეცა ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ზურაბ პეტრიაშვილს. ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი გია ტუხაშვილიც.




რიგითმა საარჩევნო ყრილობამ, რომელიც თითქმის ყველა სხვა აქამდე ჩატარებული სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით მშვიდ გარემოში ჩატარდა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

„უპირველესად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ყრილობის წევრებს, ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, რომ ჩვენს გზას კვლავ გავაგრძელებთ... საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს წინ და მე  და ჩემი გუნდი მზად ვართ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს გამოწვევა. კიდევ უფრო მეტად მოტოვირებული ვარ და თამამად ვიტყვი, რომ ჩემს შესაძლებლობებსა და რესურსს მთლიანად ფეხბურთში დავხარჯავ, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ძალიან წარმატებული იქნება", - ამბობს ლევან კობიაშვილი, რომელიც არ მალავს გულისტკივილს, არჩევნებში უკონკურენტო მონაწილეობის გამო.




ლევან კობიაშვილს, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართულ საფეხბურთო სამყაროს სახელმძღვანელოდ, არჩევნებში მონაწილე 29 დელეგეტიდან 28-მ (სწორედ, სუბიექტების ამ რაოდენობამ მიიღო დღეს არჩევნებში მონაწილეობა) აბსოლუტური უმრავლესობით მისცა ხმა.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. ვხვდები თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია და აბსოლიტურად ვიაზრებ ამ ყველაფერს. მზად ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს ძალიან მაგარ და დიდ გუნდთან ერთად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო წარმატებული გახდეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც კიდევ ერთხელ გიცხადებენ ნდობას, გაფასაბენ და გაძლევენ შანსს უხელმძღვანელო სპორტის იმ სახეობას, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია" - ამბობს, ლევან კობიაშვილი.




სფფ-ის პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, სფფ-ს რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა ასოცირებილ წევრად  მიიღეს საქართველოს სამოყვარული ფეხბურთის ასოციაცია, რომელიც დღეისათვის 400-ზე მეტ გუნდს ითვლის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

დღესვე, აირჩიეს სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი - აკაკი ალადაშვილის, ალექსანდრე იაშვილის, ილია ინჯიას, ნინო სორდიას, თენგიზ სულქველიძეს, რომან ფიფიას, ბესიკ ჩიხრაძის, კახა ჭუმბურიძის, გოჩა ჯამარაულისა და  ნიკოლოზ ჯღარკავას შემადგენლობით.




სფფ-ს დღევანდელ ყრილობას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც ესწრებოდა, რომელიც თბილისში ლევანისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.


სფფ-ს ფოტოები / ავტორი ლაშა კუპრაშვილი