ბორჯღალოსნებმა ქარი და ესპანეთი ერთად დაამარხცეს
ბორჯღალოსნებმა ქარი და ესპანეთი ერთად დაამარხცეს
17.02.2019
ავტორი:

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების პირველ საშინაო მატჩიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 24-10 დაამარცხა. თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა, ძლიერი ქარის მიუხედავად, რომელსაც მთელი მატჩის მსვლელობისას სერიოზული კორექტივები შეჰქონდა თამაშის მსვლელობაში, საინტერესო დაპირისპირება იხილა.

დღევანდელ მატჩში, რომელშიც საქართევლოს ნაკრები მეტ-ნაკლებად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით წარსდა, დებიუტი ჰქონდათ გრიგორ ქერდიყოშვილსა და გიორგი ჯავახიას. ამინდის თუ, მცირედ შეცვლილი შემადგენლობის მიუხედავად, ბორჯღალოსნები სათამაშო უპირატესობას თამაშის დასაწყისში მაინც დაეუფლნენ და მე-14 წუთზე პირველი ლელო დადეს. დავით გიგაურის სადებიუტო ლელოს, თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა და ქართველები 7-0 დაწინაურდნენ.  სტუმრებმა საპასუხო ლელო მალევე 22-ე წუთზე დაგვიდეს. ის, ნატურალიზებული ესპანელის სთივ ბარნსის ანგარიშზე 7-5. კიდევ, 5 წუთში მასპინძლებმა, ამჯერად ლევან ჩილაჩავამ კიდევ ერთი, ლელოს დადება მოახერხა. თუმცა, გარდასახვაში, საქმეში ქარი ჩაერია და პირველი ტაიმი 12-5 დასრულდა ქართველთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში, ის, რაც მატჩის საწყის ტაიმში ქართველებს უწყობდა ხელს, ქარის მიმართულება, ახლა ესპანელების მხარეს იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე ტაიმი საქარველოს ნაკრებმა უფრო მოუმატეს სათამაშო ტემპს და საერთო ჯამში კიდევ ორჯერ მოახერხეს მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება. 64-ე წუთზე ქართველებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი, რასაც ვერგამოყენებული გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 17-5 გახდა, 71-ე წუთზე კი გრიგორ ქერდიყოშვილმა გამოიჩინა თავი და სადებიუტო ლელო დადო, რის შემდეგაც ანგარიში 24-5 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ მომენტში ესპანეთის ნაკრების ორმა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო და რამდენიმე წუთის განმავლობაში სტუმრები მოედანზე ცამეტნი იყვნენ. მატჩის ბოლო წამებზე კი, პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 24-10 დაფიქსირდა.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, რომელიც 8 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 2 მარტს, საქართველოს ნაკრები ბრიუსელში - ბელგიას შეხვდება. 10 მარტს, ქუთაისში - გერმანიასთან, ხოლო 17 მარტს, კრასნოდარში - რუსეთის ნაკრებთან ითმაშებს.

 

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო