ვაისი თუ კოლერი, ვინ მოიგებს და ვინ გადადგება
ვაისი თუ კოლერი, ვინ მოიგებს და ვინ გადადგება
04.09.2017
ავტორი:

ვაისი თუ კოლერი, ვინ მოიგებს და ვინ გადადგება. ავსტრია-საქართველოს დაპირიპსირებამდე ორი ქვეყნის მედიის სალაპარაკო მწვრთნელების გადადგომა, ხავლინდელ შედეგზე წინ დადგა...

ამ წუთებში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „ერნსტ ჰაპელის სტადიონზე", ხვალიდენლი მატჩის წინ, ბოლო ვარჯიშზეა. ვარჯიშამდე, გამართულ პრესკონფერენციაზე კი ხვალინდელი მატჩის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების „ბედზე" ალაპარაკდა, როგორც ქართული, ასევე უცხოური მედია. მითუმეტეს ავსტრიელებს ამის საბაბი კარდიფში წაგებული თამაშის შემდეგ მიცეათ.  მარსელ კოლერმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს მნიშვნელოვანია, მისთვის, გუნდისთვის და მთლიანად ავსტრიისთვის.

„ავსტრიის ეროვნული ნაკრები კარგი გუნდია. ჰყავს კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები. თუმცა, მათაც ხშირ შემთხვევებში არ უმართლებდათ. გქონდეს ამდენი მომენტი და გოლი არ გაიტანო, არ ვიცი... სპორტული იღბალი დავარქვათ ამას, თუ ირონია. ფაქტია, რომ ჯგუფში მე-4 საფეხურს, ნამდვილად არ იმასხურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრიელები სამი ქულისთვის ითამაშებენ. თუმცა, არც ჩვენ ჩამოვსულვართ ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად. სამწუხაროდ, დღემდე ჯგუფში არ მოგვიგია. ხვალ შევეცდებით მოვიგოთ და პირველი 3 ქულა ავიღოთ. ხვალინდელ მატჩში, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. ავსტრიასთან შარშანდელი შეხვედრის შენდეგ ჩვენმა გუბდმა უკეთესობისკენ  მოუმატა. ახლა, საქართველოს ნაკრები, უფრო შეთამაშებული და თავდეჯერებული გუნდია. შევეცდებით ხვალ ნავსი გავტეხოთ და მოვიგოთ" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

 ვაისმა, დღესა, ისევე, როგორც ირლანდიასთან მატჩსშემდგომ პრესკონფერენციაზე არ უაყრო, რომ ხვალინდელ თამაშში იქნება ცვლილებები, თუმცა რომელი ხაზის მოთამაშეებს შეეხება ეს არ დაუკონკრეტებია. „ახლა იწყება ბოლო ვარჯიში, კვეკვესაც და სხვებსაც შევხედავთ და ვნახავთ, ვინ მოხვდება ხვალინდელ განაცხადში. ", ამბობს ვაისი.

შეგახსნეებთ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, საქართველოს ნაკრებმა კარგა ხანია დაკარგა შანსი. ავსტრიელებმა კი 1 სექტემბერს, კარდიფში წაგებული თამაშის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ქვედა საფეხურებზე გადაინაცვლეს და ახლა, დარჩენილ თამაშებში მხოლოდ გამარჯვება თუ მისცემს მათ ხელს. იმ  ფაქტს, რომ ავსტრიელებმა რუსეთისკენ გზა დაიგრძელეს, აგრესიულად აღიქვა ადგილობრივი პრესამ. ბევრი, ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელის გადადგომას ითხოვს. ბუნებრივია, თემა აქტუალურია ქართული რეალობისთვისაც. ალბათ, ამიტომ სულაც არ იყო ვაისისთვის მოულოდენლი ქართველი ჟურნალისტის კითხვა, ამ თამაშის (წაგების შემთხვევაში), ან შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, თუ აპირებდა გადადგომას ქართველთა ნაკრების მწვრთნელი.

„კი, გუნდიდან ჩემს წასვლაზე, იყო ფედერაციასთან ლაპარაკი. ფედერაციაში ახალი კონტრაქტის პირობებზე დამელაპარაკნენ. მთავაზობენ, თანამშრომლობის გაგრძელებას. თუმცა, ამ ეტაპზე ხვალინდელ და საერთოდ, დარჩენილ 3 თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ხვალინდელი თამაში უფრო მნიშვნელოვანია", - ამბობს ვლადიმი ვაისი.

რა ჩაითვლება ხვალინდელ თამაშში ვაისისთვის წარმატებად, ფრე თუ მხოლოდ მოგება, ქართველთა მთავარ მწვრთნელს არც ეს დაუკონკრეტებია. თუმცა, როდესაც ამბოსბ, 3 ქულისთვის გავალთო, მსგავსი კითხვა, ალბათ, არც ჩემს კოლეგას აღარ უნდა დაეკონკრეტებინა, რადგან პასუხი, უკვე კითხვამდე ჰქონდა მიღებული. ფაქტია, რომ გუნდიც და ვაისიც, ხვალ მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდებიან.  ალბათ, ისვევ, როგორც ავსტრიელები.

ხვალ, მედია და ვენის საზოგადოება განსაკუთრებით გიორგი ქვილითაიას დააკვირდება. ვენის „რაპიდის" 23 წლის ქართველმა, წელს, ტრავმის შემდეგ მხოლოდ 2 საკლუბო თამაში ჩაატარა. შარშან კი ქვილითაიას ანგარიშზე ვენურ კლუბში 9 გოლია. „ავსტრიის ჩემპიონატში თამაში მომწონს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა,  ითამაშო ავსტრიაში, შენი ქვეყნის მაისურით, როდესაც სტადიონზე შენი ნაკრების ჰიმნი გაჟღერდება, სულ სხვა ემოციას იწვევს. სამწუხაროდ, ამ შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებს ჯერ თამაში არ მოგვიგია. თუმცა, ბოლო შეხვედრებში,  გუნდი კარგად გამოიყურება. რიგ შემთხვევებში იყო უიღბლობა, არ გვიმართლებდა, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები, ხვალინდელი თამაშსთვის უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე ავსტრიის და ჩვენ, მოსაგებლად ყველაფერს გავაკეთებთ",- ამბობს გიორგი ქვილითაია, რომელიც დღეს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე იახლა ვაისმა.

ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება, ვენის „ერნსტ ჰაპელის სტადიონზე" ხვალ, 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.