21 თებერვალს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა
21 თებერვალს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა
21.02.2019
ავტორი:

უეფა-ს ქალთა ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ზედიზედ, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ანტონიო კაბრინის იტალიის ნაკრებთან ერთად ხვდება ჯგუფში. „ევრო 2021"-ის მორიგ შესარჩევ ჯგუფში ქართველ ქალებთან ერთად, ჩვენი გუნდისთვის კიდევ ორი მეტოქეა ნაცნობი - დანიისა და მალტის. თუმცა, ჩვენს ნაკრებს, მათთან მიმართებაში, არც თუ კარგი მოგონებები აკავშირებთ. ბუნებრივია, აქედან გამომდინარეც ქართველი გოგონები ახალ შესარჩევ ციკლამდე არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცდებიან. მითუმეტეს, რომ იმ დროს, როდესაც ქართველ ქალთა ეროვნული იტალიის, დანიისა და მალტის ნაკრებებს უპირისპირდებოდა, საქართველოში, მხოლოდ ქალთა ეროვნული თუ არსებობდა. ახლა, კი საქართველოში მე-4 ჩემპიონატია კარზე მომდგარი და ამას გარდა, ეროვნული ნაკრების გარდა, საქართველოს გოგონათა რამდენიმე ასაკობრივი ნაკრებიც ჰყავს, რომელიც უეფა-ს სხვადასხვა ტურნირში ასპარეზობს.

„ზოგადად, ბოლო დროს, ქალთა ფეხბურთის მიმართ ფედერაციაში სწორი მიდგომაა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ საქართველოში საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ჩემპიონატიდან მოდის ჩვენთან ასკობრივ ნაკრებებში შევსება და გაჩნდა კონკურენცია. გვაქვს არჩევანის საშუალებაც. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან. გოგონა ფეხბურთელები, სანაკრებო შეკრებებისგან თავისუფალ დროს, სწორედ კლუბებში ემზადებიან. სფფ და ქალთა ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.  

დღეს კი ნიონში, ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-5 კალათაში იყო მოთავსებული ევრო 2021-ის მე-2 შესარჩევ, B ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.

წილისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგა, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესარჩევი ჯგუფის მატჩები, მიმოსვლითი ფორმულით, 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წელს, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევრო 2021- ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, მასპინძელი ინგლისის ჩათვლით 48 გუნდი იყო დარეგისტრირებული. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველად, ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.

შეგახსნებთ, რომ ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ. ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2019 და 2020 წელში მიმოსვლით გაიმართება. თამაშების კალენდარი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ მომენტში კი ცნობილია, სათამაშო დღეები, რომლებიც უეფა-მ გამოაქვეყნა:

2019 წელი

 26 აგვისტო - 3 სექტემბერი

30 სექტემბერი - 8 ოქტომბერი

4-12 ნოემბერი

2020 წელი:

2-11 მარტი

6-14 აპრილი

1-9  ივნისი

14-22 სექტემბერი

2020 წლის 25 სექტემბერი - ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.

19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.

2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.

2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.