
ბუდაპეშტის ხალიჩაზე დღეს, სარეიტინგო ტურნირში ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. ქართული გუნდი 7 წონით კატეგორიაში 12 ფალავნით შეეცდება მედლების მოგებას და მნიშნელოვანი ქულების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდს, ორ წონაში 72 და 87 კგ წონით კატეგორიაში სამ-სამი სპორტსმენი, ხოლო 77კგ-ში ორი ფალავანი ჰყავს განაცხადში.
პირველივე საასპარეზო დღეს ქართველმა კლასიკებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგეს. 72 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი ნიკა ბროლაძემ მოიგო. ფინალში მან რუსი ასკეროვი 10-0 დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს დაეუფლა მიშიკო ალექსანდრია. ნამ ბრინჯაოს ფინალში ინდოელი ანილ ანილი დაამარცხა 5-2. ამავე წონაში ჩვენი გუნდის მესამე წარმომადგენელმა ჯონი ხეცურიანმაც იჭიდავა ბრინჯაოსთვის, თუმცა, უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა 3-1 და მედლის გარეშე დარჩა.
დღეს 67-72 კგ წონითი კატეგორიების გათამაშდა მედლები, ხვალ კი, ბუდაპეშტის ხალიჩაზე ჩვენი გუნდის დანარჩენი წარმომადგენლები იასპარეზებენ:
60კგ - რომეო ბერიძე;
63კგ - ფრიდონ აბულაძე;
77კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ანრი ფუტკარაძე;
82კგ - თორნიკე მიქელაძე;
87კგ - აივენგო რიკაძე, აჩიკო ბოლქვაძე; გურამი ხეცურიანი;
130კგ - ლუკა გაბისონია;





ჩვენ







