
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება თამაშების განრიგი, რომელშიც ევროპის 47 ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გოგონებიც ჩაერთვებიან. როგორ აფასებენ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უეფა-ს „ევრო 2021"-ის წილისყრის შედეგებსა და ჯგუფს, რომელშიც ქართველი ნაკრებებისთვის სამი ცნობილი მეტოქეა. ჩვენი გვერდი ქალთა ეროვნული ნაკრების ორ სტაჟიან მოთამაშეს ვიცე-კაპიტანს ნინო პასიკაშვილსა და ნინო სუთიძეს დაუკავშირდა და ჯგუფის შეფასება სთხოვა.
დანია
ძალიან რთული, მაგრამ ნაცნობი ჯგუფია. ისრაელისა და ბოსნიის ნაკრებებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ნაკრებთან თამაშის გამოცდილება და ისტორია გვაქვს. დანიის ნაკრებთან ჩატარებული თამაშების შემდეგ, ძალიან დიდი დრო გავიდა და ურთიერთშეხვედრების თამაშის ანალიზისთვის, ამჯერად არ გამოგვადგება. ბოლო წლებში, საქართველოში ქალთა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანიის ნაკრები 2018 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იყო. მათ ჰყავთ 2018 წლის ევროპის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ჰარდერი. დანიის ნაკრებისა და „ვოლსბურგის" ფეხბურთელი, რომლის შეჩერება თვით უმაღლესი დონის ნაკრებებსა და კლუბებს უჭირთ.
იტალია
იტალია, ძალიან დახვეწილ, დალაგებულ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათ, 2015 წელს, ლა სპეციაში მესამე წუთზე გოლი გავუტანეთ. გულნარა გაბელიას, ის გოლი, იმ წელს, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე სწრაფ გოლად დასახელდა. სამწუხაროდ, მათთან ორივე მატჩი წავაგეთ, მაგრამ ეს გამოცდილება იმას ნიშნავს, რომ დღეს უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ იტალიელების წინააღმდეგ და კონტრშეტებზე დავიჭიროთ.
მალტა
ვთვლით, რომ მალტას, ჩვენი დონის ნაკრები ჰყავს. ოჯერ გვაქვს ნათამაშები მათთან, თუმცა, ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა ხოლმე. ორივე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გავუშვით საბედისწეეო გოლები, რომელიც დღემდე, მწარედ გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს. ასე, რომ ამ საკვალიფიკაციოზე ერთი სანტიმეტრის დათმობას არ ვაპირებთ, რადგან მათ ჩვენ ევროპის საგზური ერთხელ მოგვპარეს და მეორედ, ამ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ.
დანარჩენები...
ისრაელისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებებიც, დაახლოებით მალტის ეროვნულის დონის გუნდებია. მათ შორის ძალიან მცირე გასნხვავებებია, რომლელთა წინააღმდეგაც, თამაში არ უნდა გაგვიჭირდეს. ჩვენ დიდი პროგრესი განვიცადეთ ამ წლების მანძილზე. უკვე რეგარულად ეროვნული ჩემპიონატი ტარდება. 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში თამაშობს და სამი წელია ჩვენი კლუბები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას შეუერთდნენ.
პირველ შეხვედრებს „ევრო 2021" -ის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან გამართავს.





ჩვენ








