
საბერძნეთში, Dyo Aorakia არენაზე ბერძნული წარმომავლობის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის გუნდი, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში ბერძნებთან მთელი თამაშის მანძილზე მდევრის როლში იყო. იყო მომენტი, როდესაც საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩში სხვაობამ 22 ქულა შეადგინა, თუმცა, ქართველებს მატჩის გადარჩენის იმედი მესამე მეოთხედში მიეცათ, როდესაც ჩვენების გაქცევის შედეგად, სხვაობა 5 ქულამდეც კი დავიდა. მიუხედავად ამისა, ილის ზუროსის ბიჭებმა მატჩის გადარჩენა ვერ შესძლეს და ბერძნებს თბილისში სასწაულით მოგებული შეხვედრა, ვერ გაუქარწყლეს.

თორნიკე შენგელიას, გოგა ბითძის, ბექა ბურჯანაძის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებში, მთელი დატვირთა გიორგი შერმადინმა აიღო. ქართველთა კაპიტანმა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გაცუდებულ საჯარიმო სროლას, შეხვედრა უნაკლოდ ჩაატარა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება ჩაიწერა.

"შერმოს" შემდეგ, ქართველთა ლეგიონერი, თად მაკფადენი იყო 18 ქულით, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. ამ სამეულს, ვინც ბერძნებთან მატჩში თავი დაგვამახსოვა, შესაძლოა ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი დაემატოს, რომელიც სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ბერძნებთან მატჩში გამოირჩეოდა.

ქართველები ამ დღეს, დაცვაში, განსაკუთრებით საწყისს პერიოდში უსუსურად გამოიყურებოდნენ, რაც სამწუხაროდ, ბერძენთა თავდაჯერებულობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. თბილისში, 2018 წელს გამართული მტკივნეული მატჩის მსგავსად, დღესაც, ბერძნები, ყველა ბურთს აგდებდნენ, რასაც ჩვენი ფარის მიმართულებით უშვებდნენ. ჩვენმა გუნდიმა კი, მთელი რიგი მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ ის მოახერხა, რომ შეხვედრა 12 ქულით წააგო, 81-69.
ამირგად, ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანისც დაკარგა. ეს შანსი კი, ბერძნებთან მოგების შემთხვავში ქართველებს კიდევ რჩებოდათ, რადგან ყველასთვის მოულოდნელად, სერბეთმა ესტონეთთან 71-70 წააგო. თეორიულად კი, ბერძნებთან მოგების შემთხვევაში, ჩვენ ესტონეთთან მოგება გვაძლევდა ხელს, ისიც, თუკი სერბეთი კიდევ ერთ შეხვედრას, ამჯერად ისრაელთან წააგებდა. დღესვე, ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, გერმანიისა და ისრაელის ნაკრებებს შორის, გამარჯვება ებრაელებს ხვდათ წილად, 81-77.
შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავენ. მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ 19:00 დაიწყება.





ჩვენ








