დიუსელდორფის გრანდ-სლემის პირველი მედალი
დიუსელდორფის გრანდ-სლემის პირველი მედალი
22.02.2019
ავტორი:

ძიუდოს მორიგი გრანდ-სლემის ტურნირი დაიწყო 22 თებერვალს დიუსელდორფში. IJF-ის ოფიციალურ პრევიუში, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიებში დიუსელდორფის გრანდ-სლემის ფავორიტებზეა ლაპარაკი, ვარლამ ლიპარტელიანიცაა ნახსენები.

ტურნირის ფავორიტთა ჩამონათვალში ვარლან ლიპარტელიანს -100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ და დასძენენ, რომ 29 წლის სპორტსმენი, რომელიც საკუთარ სამშობლოში ბოლო პერიოდში არასპორტული მიღწევების  არამედ, სხვა თემების გამო, ყურადღების ცენტრში იყო და ამ გარემოებას, შესაძლოა სპორტსმენზე ცუდი გავლენა ექონია, ლიპარტელიანი შესაშურად კარგად გამოიყურება და ბოლო ტურნირებისWorld Judo Masters -ისა და პარიზის გრან-სლემის მოგების შემდეგ, ფაქტიურად მიუღწევადი გახდა.  




დიუსელდორფის გრანდ-სლემში საქართველო 7 წონით კატეგორიაში არის წარდგენილი.

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი

-66კგ - გიორგი გუგულაშვილი

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

-81კგ - ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი

-90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100კგ - ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველებმა სათვალავში პირველი მედალი ჩაიდეს. ბრინჯაოს მედალი, ლუხუმ ჩხვიმიანის ანგარიშზეა.