ესტაფეტური შეჯიბრია ნამდვილი ექსტრემალებისთვის
ესტაფეტური შეჯიბრია ნამდვილი ექსტრემალებისთვის
05.09.2017
ავტორი:

16 სექტემბერს სტეფანწმინდაში (ყაზბეგი), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გუნდური შეჯიბრი - Red Bull GerGetIt - უკვე მესამედ გაიმართება. ბოლოს,  Red Bull GerGetIt 2014 წელს ჩატარდა. იმ წელს, ინდივიდუალურ დისციპლინებში გამარჯვებულები ქრისტოფ შოიერი (Christof Scheuer - კაიაკი, გერმანია 00:27:38,860), გოგიტა ჩართოლანი (Gogita Chartulani- მეკლდეურობა 00:06:58,090), ბესიკ გავაშელი (Besik Gavasheli - მთის ველოსიპედი 00:30:12,350) და გიორგი შეყრელიძე (Giorgi Shekrelidze - სამთო სირბილი 00:48:51,380) გახდნენ. გუნდურ შეჯიბრში კი ორიენტ ლოჯიქის გუნდმა (Orient Logic 01:55:30,900) გაიმარჯვა.

Red Bull GerGetIt 2017 -ის  მონაწილეთა რეგისტრაცია დღეს დასრულდა.

Red Bull GerGetIt არის, ესტაფეტური შეჯიბრია ნამდვილი ექსტრემალებისთვის. გუნდური შეჯიბრი ოთხი დისციპლინისგან შედგება. კაიაკი, მეკლდეურობა,  სამთო ველორბოლა და სამთო სირბილი. შეჯიბრის მონაწილეები სტარტს დაახლოებით სოფელ ხურცისის ტერიტორიიდან აიღებე. მათ 3 წუთიანი შუალედებით მიეცემათ სტარტი და თერგის დაძლევა მოუწევთ კაიაკებით. ამის შემდეგ, ესტაფეტას მეკლდეურებს გადასცემენ, შემდეგ ველომბრბოლებს და ბოლოს, მორბენლებს. ფინიში გერგეთის მთის ფერდობზეა დაგეგმილი.

ტურნირის დებულების თანახმად, მონაწილეები ერთმანეთს ესტაფეტას გადასცემენ. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ დისტანციას ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს. Red Bull GerGetIt 2017-ის საპრიზო ფონდი 8000 ლარს შეადგენს (I ადგილი: 3000 ლარი, II ადგილი: 2000 ლარი, III ადგილი: 1000 ლარი. თითოეულ დისციპლინაში ინდივიდუალური გამარჯვებული: 500 ლარი ).

ტურნირის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზიც, ასე, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ /Hotline: +995577561100

საინტერესო ინფორმაცია, Red Bull GerGetIt -ის 2014 წლის ტურნირზე იხილეთ ბმულზე.