
საქართველოს კალათბურთელთა ერვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჯგუფური ეტაპის მარცით დაასრულა. ვერავინ იტყვის, რომ თბილისში, საკუთრი გულშემატკივრის წინაშე ბოლო მატჩში, ქართველმა კალათბურთელებმა ძალები დაზოგეს. ანდა, იმის გამო, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული იყო, თამაში „დაიკიდეს". დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, ალბათ, უფრო უიღბლობა და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უდიდესმა პასუხისმგებლობამ უფრო იჩინა თავი, ვიდრე ქართველი კალათბურთელებისგან რაიმეს დაკლება. ის კი არა და პირიქით, საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩსგან განსხვავებით, დღეს, საქართველოს ნაკრებში მათაც „იმუშავეს" ვისგანაც ქართველი ქომაგები ყოველთვის კარგ თამაშს მოელიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა წააგო.

„კონკრეტულად დღევანდელ მატჩში დამარცხების მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა, დაშვებული შეცდომები, 19 დაკარგული ბურთი და ამას მოყოლილი 30-ამდე ქულაა. ესტონეთის ნაკრები არაა ლეგიონერებით სავსე, ეს გუნდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად თამაშობს. ესტონელებმა თუნდაც ერთ ტაიმში, მაგრამ ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ჩვენი ჯგუფის ლიდერებს - გერმანიას, საბერძნეთს, ხოლო წინა ტურში სერბეთი დაამარცხეს. დღევანდელი მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მოგება ორივე გუნდს სურდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ესტონელები მეტად მოტივირებულები და კონცენტრირებულები აღმოჩდნენ"- ამბობს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, რომელმაც გასახდელისკენ მიმავალმა,საკუთარი გუნდის მარცხით გაბრაზებულმა გზად, სკამებზე „იყარა ჯავრი".

თუმცა, ძნელია ზუროსს არ დაეთანხმო. თუნდაც თამაშიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გადმოიცემოდა, დეტალებისგან არ დაგღლით. ესტონელები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სერბეთს მოუგეს, ქართველებს კარგი დაცვით ეთამაშნენ და წინააღმდეგობა თითქმის, ყველა ზონაში გაუწიეს. ამის მიზეზია, რომ განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე საქართველოს ნაკრებმა პერიმეტრი ვერ დატვირთა, თუ არ ჩავთვლით თად მაკფადენის ნაშრომს, 4-დან 3 ზუსტ 3-ქულიანს. რომელსაც მატჩის ამ საწყის მონაკვეთში დუდა სანამძემ და გიორგი შერმადინმა აუბეს მხარი. ეს მეოთხედი ქართველებმა 6 ქულით მოგეს, 27-21.

აქვე, მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის არყოფნის პერიოდში, გუნდის ლიდერობის მთელი ტვირთი, სწორედ გიორგი შერმადინმა აიღო და შეხვედრის საბოლოო შედეგის მიუხედავად (ორივე მატჩი გვაქვს მხედველობაში), არაა გასაკვირი, რომ 39 წუთში მოედანზე ყოფნისას („შერმოს", თითქმის არ დაუსვენია) ქართველმა ცენტრმა 22 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მეორე მეოთხედში, ესტონელებმა უპირატესობა ხელს იგდეს და ქართველებს 6 ქულაც დაუქაჩეს და კიდევ 6-ით გადაასწრეს. შედეგად დიდ შესვენებაზე ტაბლოზე 42-48 იყო დაფიქსირებული და ახლა, უკვე ქართველები აგებდნენ 6 ქულას.

ბუნებრივია, აქ, ჯერ დამთავრებული არაფერი იყო და საკუთარ კედლებში, რომელიც დღეს ბოლომდე არ იყო შევსებული, საქართველოს ნაკრებს თავისუფლად შეეძლო გამარჯვება. ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით მე-3 მეოთხედში გაძლიერდა, როდესაც, საქართვლოს ნაკრებმა შერმადინის კარგი თამაშის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს 52-52, ცოტა ხანი ქულა-ქულაში ეთამაშნენ სტუმრებს, მეოთხედი კი 2 ქულით 62-60 მოიგეს.

ბოლო, მე-4 პერიოდში კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ქართველების თამაშზე უფრო საკუთარი კედლების პასუხისმგებლობამ იჩინა თავი (ეს ჩვენი მოსაზრებაა), ვიდრე მომენტმა, რომ ზუროსის გუნდმა რამე დააკლო. ჯერ კიდევ თამაშამდე, ბოლო ვარჯიშის დროს, საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ემჩნეოდა, რამდენად გათავისებული ჰქონდა ესტონეთთან, ერთის შეხედვით არაფრის მომცემი მატჩი და რამდენად ჰქონდათ სურვილი, წარუმატებელი ციკლი, კარის ძლიერი გაჯახუნებით დაესრულებინათ. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა. ვერ დაგვეხმარა, ვერც მეოთხედის ბოლოს ამ ციკშლი ზუროსის ბოლო წუთშესვენებები. საქართველოს ნაკრებმა, სამწუხაროდ, ბოლო შეხვერდა 77-84 წააგო.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თუნდაც 2 ფანჯრის განმავლობაში ერთი შემადგენლობით გვეთამაშა, რაც უპირველესად ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის მიზეზია. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა, რამაც ჩვენნაირი ნაკრებები დიდად დააზარალა. ამას დაერთოო ტრავმები, სხვა მიზეზები და მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. წარმოუდგენელია, რომ მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეკვრა და შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს. მწვრთნელი არაა ჯადოქარი და სისტემა, რომელშიც გვიწევს მუშაობა, არაა ხელსაყრელი. სწორედ ამ სისტემის გამო ამ საკვალიფიკაციო ტურნირის დასაწყისში სრულიად ახალი შემადგენლობით ვითამაშეთ. მსურს ამაში დადებითიც დავინახო, რაც ნაკრებში ახალი სახეებიც გამოჩენაა. დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობა, რომელმაც ნაკრებში საკუთრი ადგილი უნდა დაიკავოს და მისი დახმარებით უნდა მოხდეს გუნდის განახლება. ახლა, როცა მორიგი მნიშვნელოვანი ციკლი დასრულდა, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რაც საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ილიას ზუროსი.

შენგელიასა და ბითძის გარეშე, მსოფლიოს 2019 წლის ბოლო შესარჩევ შეხვედრაში შერმადინის გარდა, საქართველოს ნაკრებიდან 77 დაგროვილ ქულაში წილი შეიტანეს: 21 ქულა - დუდა სანაძემ, 20 ქულა თად მაკფადენმა. დანარჩენი მოთამაშეებიდან მხოლოდ გიორგი ცინცაძემ (8), მიხეილ ბერიშვილმა (4) და რატი ანდრონიკაშვილმა (2) მოახერხეს ქულების მოპოვება.
კიდევ ერთი მომენტი, ესტონეთთან დღევანდელი მატჩი, ამ ეტაპისთვის იყო ბოლო, რომელშიც ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელა. „ჩემი კონტრაქტი ნაკრებში ამოწურულია და მე მექნება შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ", - იტყვის ზუროსი მატჩის შემდეგ. ამირგად, დარჩება ბერძენი ქართველთა სათავეში, თუ ფედერაციას ახალი ციკლიდან ახლი მწვრთნელის წარდგენა მოუწევს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მასალა (ფოტობი) მოამზადა თამარა ჯიშკარიანმა





ჩვენ








