
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს, მსოფლიო რეიტინგში კიდევ ერთ საფეხურით წინ წაიწია. ATP- ს ოფიციალურ სარეიტინგო სიაში, რომელიც 25 თებერვლით არის გამოქვეყნებული ბასილაშვილი მე-19 ნომრად წერია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას, 26 წლის ქართველს სათამაშო „შესვენება" ჰქონდა და შესაბამისად, მისი გვარის გასწვრივ კვლავ 1820 ქულა წერია. ჩოგბურთელმა, რომელიც ქართველ სპორტსმენს უსწრებდა, ქულები დაკარგა და შესავამისად, არგენტინელმა დიეგო შვარცმანმა მე-19-დან 25-ე პოზიციაზე ჩაინაცვლა.
ამასობაში, ქართველმა ჩოგბურთელმა 2019 წელს, მისი რიგით მეხუთე ტურნირი მოგებით დაიწყო. დუბაის ერთ-ერთი პოპულარული ATP-ის 500-იანი სერიას საჩოგბურთო სანახაობის - „დუბაის დუთი ფრის" ღია ჩემპიონატის (რომელიცგანეკუთვნება და საპრიზო ფონდი 2.73 მლნ. აშშ დოლას შეადგენს) პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსეთის წარმომადგენელი, კარენ ხაჩანოვი 2 სეტში - 6:4, 6:1 დაამარცხა.
ერთი დეტალი, ხანაჩოვს, რომელიც ამ ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი, ბასილაშვილთან 2 შეხვედრაში 2 მოგება ჰქონდა. ამრიგად, ნიკოლოზმა დღეს, ამ „სტაბილურობის" დარღვევაც მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელს, 25 თებერვალს, რუსეთის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის, მხოლოდ 1 საათი და 11 წუთი დასჭირდა. მომდევნო ეტაპზე, ქართველის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ცნობილია, რომ ის ტურნირზე მე-18 განთესილ რობერტო ბაუტისტა აგუტსა და "უაილდ ქარდით" მიწვეულ ინდოელ რამკუმარ რამანათანს შორის გამარჯვებულს იქნება.
თუკი ნიკას, თამაშები კარგად წაუვიდა, ½ ფინალში მისი მეტოქე ბადის მიხედვით, შესაძლოა როჯერ ფედერერი იყოს.
დუბაის ტურნირის წყვილთა თანრიგში დღეს, ბასილაშვილმა ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან წყვილში 7-6/4, 3-6, 10-3 რავენ კლაასენისა და მიშელ ვენუსის წყვილი დაამარცხეს.





ჩვენ








