
გლაზგოს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ, საფრანგეთის მაკონის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მარიანი მონაწილეობას, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში მიიღებს.
წყვილთა თანრიგში მარიამი განუყრელ მეწყვილე, უზბეკ ალბინა ხაბიბულინასთან ერთად ითამაშბეს. წყვილთა თანრიგში მარიამის და ალბინას პირველი მეტოქეები ველური ბარათის მქონე, ფრანგი მანონ ლეონარდი და ბულგარელი იულია ტერჟიისკა იქნებიან.
ერთეულთა თანრიგის პირველი წრის პირველ მატჩს კი, მარიამი ტურნირზე მე-5-ე ნომრად განთესილ, მსოფლიოს 180-ე ჩოგანის, გერმანელი ანტონინა ლოტნერის წინააღმდეგ გამართავს.
მაკრონის საერთაშორისო ტურნირი ITF World Tennis Tour-ის სერიისაა და მისი საპრიზო ფონდი 25000 აშშ დოლარს შეადგენს.





ჩვენ








