
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გველეთს გაყინულ ჩანჩქერზე 2019 წლის 9 მარტს, ყინულზე ცოცვაშიბ შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს მცოცავთა კლუბი და ყაზბეგის ახალგაზრდული ცენტრი. ასპარეზობა სწრაფ ცოცვაში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, განურჩევლად სპორტული გამოცდილებისა.
ერთადერთი შეზღუდვა რასაც ორგანიზატორები აწესებენ არის ის, რომ მონაწილე აუცილებლად სრულწოვანი უნდა იყოს და ჰქონდეს, ყინულზე ცოცვისთვის აუცილებელი აღჭურვილობა: დაცვის ქამარი, ჩაფხუტი, წრიაპი მორგებული მთის ფეხსაცმელზე.
ტურნირში მონაწილეობის მსურველებს, რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://goo.gl/6VFvb7
გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვის შეჯიბრის სპონსორები არიან: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, კომპანია Geopl.eu, მაღაზია მოგზაური, ბეთლემი ჰათი, ჯეო ლენდი, ყინულზე ცოცვის ფედერაცია, საადვოკატო კომპანია კორძახია ჟღენტი, ინსტა.





ჩვენ








