ხაჩანოვის შემდეგ, აგუტი
ხაჩანოვის შემდეგ, აგუტი
27.02.2019
ავტორი:

იმ შემთხვევაში თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი ¼ ფინალს დაძლევს, ½ ფინალში მისი მეტოქე როჯერ ფედერერისა და მარტან ფუქსოვიჩის წყვილში გამარჯვებული იქნება. თუმცა, მანამდე, ქართველ ჩოგბურთელს დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბორნა ჩორიჩისა და თომას ბერდიჰს შორის გამარჯვებულთან დაპირისპირება ელის.

ქართველმა ჩოგბურთელმა დუბაის საერთაშორისო ტურნირის ¼ ფინალში თამაშის უფლება, დღეს გამარტული მატჩის შემდეგ შესძლო, რომელშიც, რობერტო ბაუტისტა აგუტი 6:7 (2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა. ATP-ს 500-იანი სერიის ამ ტურნირზე, ბასილაშვილი და აგუტი, სპორტსმენების კარიერაში მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრამ, 2 საათსა და 14 წუთს გასტანა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი, რომელიც აღნიშნული ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იყო, დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გამარჯვებამდე, ბასილაშვილმა მისთვის კიდევ ერთი უხერხული მეტოქე, რუსი კარენ ხაჩანოვი, 25 თებერვალს დაამარცხა.